გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2025 წლის 01 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 111 ფაქტი გამოავლინეს.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 65 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 46 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი - 25 ფაქტი გამოვლენილია აჭარაში. იმერეთში დაფიქსირდა 18 სამართალდარღვევა, კახეთში - 16, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 14, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში- 12, სამცხე-ჯავახეთშიც - 12, შიდა ქართლში - 6, ქვემო ქართლში - 5, გურიაში - 2, 1 სამართალდარღვევა კი გამოვლენილია მცხეთა-მთიანეთში.
ჯამში ამოღებულია 115 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, დალუქულია 6 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.