დღეს მზია ამაღლობელი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავს.
დღესვე სავარაუდოდ მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.წინა სხდომა 1 აგვისტოს გაიმართა,სადაც ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვა წარმოსთქვეს.
მზია ამაღლობელმა სხდომის გადადება თავად მოითხოვა,რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნისთვის 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურა მას "პოლიციელზე თავდასხმას" ედავება.
მზია ამაღლობელის საქმეს ბათუმის სასამართლო 7-თვეა განიხილავს.
ფოტო-,,ბათუმელები,,