გზის გადაკეტვის საფუძვლით დაწყებული ერთ-ერთი სამართალდარღვევის საქმის განხილვისას, საიასთვის ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვიდეოების დამუშავებისას ახორციელებს კონკრეტული ადამიანების მიზნობრივ მეთვალყურეობას/თვალთვალს-ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ქურდოვანიძე განმარტავს, „ეს გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ კამერების მართვა კონკრეტული პირის/პირების მიერ მექანიკურად ხდება“.
ამასთან, მისივე თქმით, „საგანგაშოა, რომ სამინისტრო ცდილობს მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომის ამ ფორმით მოპოვებას“.
„ვიდეოში ჩანს, როგორ მოძრაობს კამერა კონკრეტულად იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც გადაადგილდება აქციის მონაწილე შემდგომ კი, როდესაც მოქალაქე დგას ვიდეოსამეთვალყურეო კამერისგან ზურგით და კითხულობს გარკვეულ დოკუმენტს, ამ დროს კადრს აახლოვებს შესაბამისი პირი იმგვარად, რომ სრულად გარჩევადია, თუ რას კითხულობს მოქალაქე.
აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ აქციის მონაწილის გადაადგილების ზედამხედველობა და კონკრეტული კადრების მიახლოება ხორციელდება ლაივ რეჟიმში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენების და პირდაპირ რეჟიმში თვალთვალის ანალოგიური პრაქტიკა შეფასებული აქვს გამოხატვის თავისუფლებასა და პირადი ცხოვრების უფლებებში ჩარევად.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს დროულად და სათანადოდ შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი და მოახდინოს მასზე ეფექტიანი რეაგირება.,,-აცხადებენ საიაში.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2025 წლის 1 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 274 ფაქტი გამოავლინეს.
ყველაზე მეტი, 159 სამართალდარღვევა გამოვლინდა თბილისში, 46 - ბათუმში, 41 - რუსთავში, 28 კი, ქუთაისში.
274 სამართალდარღვევიდან 222 ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი; 52 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ 172 სამართალდარღვევა მსუბუქი ავტომობილების, 90 - მიკროავტობუსის, 12 კი, სატვირთო ავტომობილის მძღოლების/მფლობელების მიერააა ჩადენილი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის პირველ ორ თვეში, გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 685 სამართალდარღვევა გამოავლინეს.