შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთი კვირის განმავლობაში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 11 პირი.
დანაშაულები 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ავტომანქანების და საკარმიდამო ეზოს ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, პისტოლეტები, რევოლვერები, სანადირო თოფი, მჭიდები, ვაზნები და ასევე, ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე, 236-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.