ქუთაისში აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის მიხედვით, მემორიალი სრულად განახლდება, შეიცვლება კომპოზიცია, განთავსდება ახალი ქანდაკება და ტერიტორიაზე მოეწყობა სკვერი, გამწვანებითა და განათებით.
ადგილზე დღეს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ერემეიშვილი იმყოფებოდა.
მემორიალის რეაბილიტაციის გამო, აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 8 აგვისტოს ბაგრატის ტაძარში გაიმართება. სასულიერო პირები დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდიან, ტაძრის ეზოში კი, აგვისტოს ომის თემაზე ფოტოგამოფენა მოეწყობა.