ხარაგაულში ისევ ძლიერი თოვაა.ს ინტენსივობა გაიზარდა.თოვლის საფარი 120-200 სანტიმეტრს აღწევს. გაძლიერებული ნალექის გამო გადაადგილება მნიშვნელოვნად გართულებულია, მძიმე ტექნიკისთვის.
გზების გაწმენდაზე 19 ერთეული სპეციალური ტექნიკა მუშაობს. თუმცა, უხვი თოვლის გამო, გუშინ გაწმენდილი მონაკვეთები კვლავ საჭიროებს ტექნიკის ჩართვას.
ხარაგაულის მერიის ინფორმაციით,მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად იწმინდებოდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზები: ძირულა-ხარაგაული-მოლითი-წიფა და ხარაგაული-კიცხი-ზესტაფონი
,,უხვი ნალექის გამო ამ მონაკვეთებზეც გაწმენდითი სამუშაოები გართულებულია, თუმცა ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
რადგან ხარაგაულის მხრიდან , ვერ მოხერხდა სამუშაოების წარმოება, ტექნიკა მოძრაობს ზესტაფონის მხრიდან და ამწუთებში აქტიურად მიმდინარეობს ხარაგაული-კიცხი-ზესტაფონის მონაკვეთის გაწმენდა.,,-ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია.
დასავლეთ საქართველოში ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
ადგილობრივი და თითქმის მთელი საქართველოდან დასახმარებლად ჩასული ელექტრიკოსების დამატებითი ბრიგადები განაგრძობენ საგანგებო ვითარებაში მუშაობას.
განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა გურიაში, ქობულეთში, ვანში, ხონში, მარტვილში და აბაშაში, სადაც სოფლების ნაწილს შეზღუდვით მიეწოდება ელექტროენერგია.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხელს უშლის გადაადგილების პრობლემა, სადაც სპეციალური ტექნიკა მისვლას ვერ ახერხებს, ელექტრიკოსებს ფეხით უწევთ დაზიანების ადგილებამდე მისვლა. არის ადგილები, სადაც ჯერჯერობით ფეხითაც ვერ ხერხდება მიახლოვება. დიდთოვლობის შედეგად გადატეხილი ხეები დაეცა ელექტროგადამცემ ხაზებს. სტიქიამ მწყობრიდან გამოიყვანა სხვა ენერგოინფრაქსტუქტურაც.
,,სტიქიის დაწყებიდან მოკლე დროში მოვახდინეთ შესაბამისი ტექნიკის და სამუშაო ცოცხალი ძალის მობილიზება. ვმუშაობთ შეუსვენებლად. ვცდილობთ მივიდეთ ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია თუ შეუძლებელი. სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, სანამ არ აღდგება ყველა დაზიანებული ენერგოინფრასტუქტურა და აღუდგება ელექტროენერგიის მიწოდება ყველა აბონენტს“- აცხადებენ ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში“