დღეს, 11 ნოემბერს, 13 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში იწყება მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა.
ადვოკატები ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 6 აგვისტოს გამოტანილ განაჩენს ასაჩივრებენ, რითაც მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ისინი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ითხოვენ.
ჟურნალისტი მზია ამაღლობელი უკვე 10 თვეა პატიმარია.
