საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაიმართა არქიტექტურული საპროექტო კონცეფციების გამოსავლენად მორიგი საკონკურსო კომისიის სხდომა.
სხდომას ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე ესწრებოდნენ.
კომისიამ განიხილა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ არქიტექტურულ კონკურსებში წარმოდგენილი კონცეფციები თერჯოლისა და ჩაქვის საჯარო სკოლებისთვის, ქუთაისის სპორტის სასახლესა და გურჯაანის მულტიფუნქციური ცენტრისთვის.
თერჯოლის საჯარო სკოლის 200-მდე მოსწავლეზე გათვლილი ახალი შენობის პროექტის შესარჩევად განხილული იყო 14 არქიტექტურული წინადადება, ხოლო ჩაქვის 2000 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის კონკურსში წარმოდგენილი იყო 13 წინადადება. ორივე პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე სასწავლო სივრცეებს, სპორტულ დარბაზებსა და რეკრეაციულ ზონებს.
მხრიდან არქიტექტურული კონკურსების მიმართ ინტერესი და შესაბამისად, მონაწილეთა რაოდენობა იზრდება, რაც ქმნის კონკურენტულ გარემოს და ხელს უწყობს მაღალი ხარისხის, ინოვაციური და ფუნქციურად გამართული პროექტების შერჩევას.
გამარჯვებული კონცეფციები რამდენიმე დღეში გამოვლინდება.
