სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ45-კმ54 მონაკვეთზე (ხაჯალიას კვანძი-სუფსის კვანძი), დაზიანებული სავალი ნაწილის შეკეთების მიმდინარე სამუშაოების გამო, 2025 წლის 12 ნოემბერს 08:00სთ-დან 20:00სთ-მდე, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ0-კმ54 (სამტრედია(დაფნარი)-სოფ. სუფსა) მონაკვეთზე იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო 2025 წლის 13 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით ხაჯალია-სუფსის საავტომობილო გზაზე (ავტომაგისტრალი) დროებით შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
შეზღუდვის პერიოდში, კერძოდ 2025 წლის 12 ნოემბერს 08:00სთ-დან 20:00სთ-მდე, სამტრედია-გრიგოლეთის მიმართულებით მოძრავი მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ248-კმ282 და სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის კმ1-კმ47 მონაკვეთების გამოყენებით, ხოლო გრიგოლეთი-სამტრედიის მიმართულებით იმოძრავებს პირიქით; ხოლო, 2025 წლის 13 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, ხაჯალია-სუფსის საავტომობილო გზაზე (ავტომაგისტრალი) მოძრავი საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ45-კმ54 მონაკვეთზე (არსებულ გზაზე)
