დღეს, 16:00 საათზე,4 მაღაროელის საქმეზე მორიგი სასამართლო გაიმართება.
,,ჩვენ უკვე 166 დღეა უწყვეტ პროტესტში ვიმყოფებით , ხოლო ეს ბიჭები 106 დღეა ციხეში იმყოფებიან. ამ ხნის განმავლობაში, როგორც პროტესტი, ისე მათი არსებობა ციხეში, თქვენი თანადგომით , სოლიდარობით და დახმარებითა შევძელით .
კვირაში მინიმუმ 400 ლარია საჭირო, რომ მათ ციხეში საჭირო პირობები ჰქონდეთ.
ეს ადამიანები მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს ქალაქის სიყვარული და მშრომელის პატივისცემა. მათი და ამ პროტესტის დამსახურებაა, რომ დღეს ჭიათურაში მუშების პროცესი ავად თუ კარგად აღდგა .,,-,,მაღაროელთა საინიციატივო ჯგუფი.
გაფიცული მაღაროელები თანამოაზრეებს ფინანსურ დახმარებას თხოვენ.
,,გაჭირვებით ვკრებთ თანხებს ყოველი ორშაბათისთვის, რომ მათ ციხეში თანხა მივაწოდოთ. ქვემოთ მითითებულია ანგარიშის ნომერი — სურვილისა და შესაძლებლობის მიხედვით გამოხატეთ თქვენი სოლიდარობა.
ყველას მადლობა გულისხმიერებისთვის.
უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში თითოეულმა უნდა დავდოთ ჩვენი წილი აგური.
#GE40BG0000000604733786,,-,,მაღაროელთა საინიციატივო ჯგუფი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 იანვრიდან 31 ივლისის ჩათვლით, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 85 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 26 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
სამართალდამრღვევებისთვის ჩამორთმეული სპეციალური ტექნიკის რაოდენობა 41 ერთეულია.
ყველაზე მეტი - 21 სამართალდარღვევა დაფიქსირდა კახეთში, 15 ფაქტი გამოვლინდა იმერეთში, ქვემო ქართლში - 12, შიდა ქართლში - 10, მცხეთა-მთიანეთშიც - 10, გურიაში - 6, სამეგრელო-ზემო სვანეთშიც - 6, 4 სამართალდარღვევა კი დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარაში გამოავლინეს.
სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 749,943.20 ლარია.