დღეს, 17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება.თარიღთან დაკავშირებით ქუთაისში მსვლელობა გაიმართება. სადღესასწაულო მსვლელობა ქუთაისის ცენტრალურ მოედანთან მდებარე წმ.მეფეთა დავით აღმაშენებლისა და ბაგრატ III-ის სახ. ტაძრიდან 11:30 წუთზე დაიწყება.
მსვლელობასთან დაკავშირებით ქუთაისში ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მოძრაობა შეიზღუდება.
11:00 საათიდან მსვლელობის დასრულებამდე, მოძრაობა შეწყდება რუსთაველის გამზირზე- პირველი საჯარო სკოლიდან, დავით აღმაშენებლის მოედანზე, კინო "საქართველოს" მიმდებარე ტერიტორიაზე, თამარ მეფის გამზირზე და ფალიაშვილის ქუჩაზე.
შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სვლაგეზიც.
ფოტო-ქუთაის-გაენათის ეპარქია
