რუსთავის აზოტის ქარხანაში დასაქმებულებმა გაფიცვა დაიწყეს.
,,ჩვენ — სრულიად საინიციატივო ჯგუფისა და დამოუკიდებელი პროფკავშირის სახელით, ასევე ჩვენი პროტესტისა და მაღაროელების სახელით — ვუცხადებთ სრულ სოლიდარობას და თანადგომას გაფიცულ მშრომელებს, ჩვენს ძმებსა და დებს.,,-მაღაროელთა საინიციატივო ჯგუფი.
რუსთავის აზოტის ქარხანაში დაახლოებით 1900 ადამიანია დასაქმებული.
მშრომელები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასის 300 ლარით ზრდას ითხოვენ.
ადმინისტრაცია ხელფასის მხოლოდ 4%-იანი მატებაზე აცხადებს თანხმობას,ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში რამდენიმე თვის განმავლობაში ქარხნის დახურვა და უხელფასო შვებულება დაანონსა.
დასაქმებულები აცხადებენ, რომ 4% ზოგისთვის მხოლოდ 40 ლარს ნიშნავს, მაშინ როცა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის ხელფასის ზრდა 1000 ლარსაც კი აღემატება.
მათი თქმით, 4%-იანი შეთავაზება და საწარმოს გაჩერებით მუქარა სრულიად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია.
რუსთავის აზოტის დასაქმებულები გაერთიანებული „ყვითელი“ პროფკავშირის წევრები არიან.
,,მოკლედ, სცენარი მარტივია და ყველასთვის ნაცნობი:
ყველგან ერთი და იგივე ტერმინოლოგია, ერთი და იგივე მუქარა, დისკრიმინაცია და დაცინვა მუშათა კლასის მიმართ.,,- მაღაროელთა საინიციატივო ჯგუფი.
ფოტო პირობითია. არქივი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 5 თვეში, 2025 წლის 23 აგვისტოდან 2026 წლის 23 იანვრის ჩათვლით, 818 სამართალდარღვევა გამოავლინეს.
სამართალდარღვევების უმრავლესობა აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით ნადირობის ფაქტია, 8 ფაქტი კი, უკანონო ნადირობის, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი ფაქტები დაფიქსირდა კახეთში, იმერეთსა და მცხეთა-მთიანეთში. სამართალდამრღვევებმა თელავის, ყვარლის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში უკანონოდ მოინადირეს „წითელი ნუსხით“ დაცული 3 ერთეული კავკასიური მურა დათვი, 2 არჩვი და 1 შველი. სამტრედიისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში სამართალდამრღვევებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული 11 ერთეული გარეული ფრინველი.
ნადირობის სეზონის გახსნიდან 5 თვეში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ამოღებულია 595 უკანონო საშუალება - ფრინველების მოსაზიდი ხმოვანი მოწყობილობა ე.წ. მანოკი.