ქუთაისის საკალათბურთო გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა.
საკალათბურთო კლუბმა “ქუთაისი,, ტიტული მესამედ მოიპოვა.
სუპერლიგის ფინალური სერიის მე-4 მატჩში ,"ქუთაისმა,, “კავკასია” 90:82 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა.
ქუთაისის საკალათბურთო გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა.
საკალათბურთო კლუბმა “ქუთაისი,, ტიტული მესამედ მოიპოვა.
სუპერლიგის ფინალური სერიის მე-4 მატჩში ,"ქუთაისმა,, “კავკასია” 90:82 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა.
ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატში,სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში წარმატება ორმა ქუთაისელმა სპორტსმენმა მოიპოვა.
დავით ნემსაძემ ბრწყინვალე შედეგი, 9-იდან 9 მოგება აჩვენა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული 16 წლამდე ჭაბუკებში მოიპოვა.
ახალგაზრდა სპორტსმენი საჭადრაკო სკოლის ‘მომავალი ჩემპიონები’ წარმომადგენელია და მისი მწვრთნელი საერთაშორისო დიდოსტატი გიგა ყუფარაძეა.
ცხრიდან ცხრა გამარჯვებით , საქართველოს ჩემპიონი გახდა ლილე სვანაძე. მან ტიტული 8 წლამდე ასაკის გოგონათა შორის მოიპოვა.
ლილე სვანაძე ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლის წარმომადგენელია და მისი მწვრთნელია ხათუნა გუბელაძე.
სპორტის საერთაშორისო დღეს, ბაღდათის მუნიციპალიტეტში სპორტული აქტივობების კვირეული მიეძღვნა.
აღნიშნული კვირეულის ფარგლებში სპორტული ღონისძიებები გაიმართა სოფელ ხანის საჯარო სკოლაში, რომელშილიც მონაწილეობა ხანის, საკრაულას და ზეგნის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს.
ტურნირი გაიმართა მინი ფეხბურთში, ფრენბურთში და მაგიდის ჩოგბურთში. რომლის დასრულების შემდეგ, სპორტულ თემატიკაზე ვიქტორინაც მოეწყო.
გამარჯვებულ გუნდებს და მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებმა გადასცეს.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, საქართველოს ბავშვთა და მოსწავლეთა ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელ ხანის საჯარო სკოლას სპორტული ინვენტარი დაურიგდათ.
ქუთაისში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იმერეთის აკადემიამ ფუნქციონირება დაიწყო.

აკადემიაში მომზადებას გადის, სელექციის საფუძველზე შერჩეული, 2009 და 2010 წელს დაბადებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი. სპორტსმენები აკადემიაში 2 წლის განმავლობაში უფასოდ იცხოვრებენ და ისწავლიან.
აკადემია ქუთაისში გასულ წელს აშენდა. ადგილზე მოეწყო ორი ხელოვნური და ორი ბუნებრივსაფარიანი მოედანი. ტექნიკური ცენტრის ტერიტორიაზე ასევე აშენდა საცხოვრებელი კორპუსი, სადაც გასახდელები, სასადილო, საკონფერენციო, სავარჯიშო და სხვადასხვა ადმინისტრაციული ოთახებია განთავსებული. აღნიშნული პროექტი ფეხბურთის ფედერაციის, ფიფას პროგრამა FORWARD-ისა და უეფას HatTrick-ის დაფინანსებით განხორციელდება.

აკადემიაში პირველ საწვრთნელ პროცესს ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი, იმერეთის გუბერნატორის მოადგილე ლევან კიკნაველიძე, სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და რეგიონული და ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების ხელმძღვანელი გოჩა თამაზაშვილი დაესწრნენ. სტუმრებმა ადგილზე საფეხბურთო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და აკადემიის აღსაზრდელებს ესაუბრნენ
თავისუფალი სტილით მოჭიდავე თამაზ ნიკოლეიშვილი 86 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს ჩემპიონი გახდა.
სამტრედიელმა მოჭიდავემ ფინალში ქუთაისელი დავით კოღუაშვილი 4-3 დაამარცხა.
23 წლამდელთა შორის საქართველოს პირველობა გორში გაიმართა.
საქართველოს ნაკრები შერეულ წყვილებში ევროპის ჩემპიონი გახდა .
ისტორიული წარმატება თელაველმა მარიამ ფროდიაშვილმა და ქუთაისელმა გიორგი მუმლაძემ მოიპოვეს, რომლებმაც, ფინალში გერმანული წყვილი - ცელინა ბეკერი და ედუარდ ბაუმაისტერი 17:15 დაამარცხეს.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი პნევმატური იარაღებიდან სროლაში დღეს, 26 თებერვალს დაიწყო უნგრულ დიორში. ჩემპიონატში სხვა ორიოდ დისციპლინასთან ერთად 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტით ტყვიის მსროლელი ახალგაზრდებიც ჩაებნენ შერეულ წყვილთა შეჯიბრებით, საქართველოს ნაკრებმა კი ჩინებული სტარტი აიღო - ოქროს მედალი მოიპოვა.
ბრინჯაოს მედალს აზერბაიჯანის I ნაკრები დაეუფლა, რომელშიც ჩვენი საერთაშორისო ტურნირის სტაჟიანი წევრები - ლეილა ალიევა და ვლადისლავ კალმიკოვი შედიან. გადამწყვეტ პაექრობაში მათ 16:2 მოუგეს ლატვიელებს.
შეგახსენებთ, შარშან ევროპირველობაზე მიქსში 2 ბრინჯაო გათამაშდა (მაშინ სხვა წესებით ჩატარდა) და ორივე ქართველებმა მოიპოვეს შემდეგი შემადგენლობით:პირველი წყვილი _იოანე ხვარეშია და მარიამ ფროდიაშვილი და მეორე წყვილი_ გიორგი მუმლაძე და მარიამ აბრამიშვილი.
დღეს, 18 ნოემბერს, 13:00 საათზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართება. მზია ამაღლობელის…
სამშაბათი ნოემბერი 18
In საზოგადოებაგიორგი არაბიძე ქუთაისის ტორპედოში ბრუნდება .ამის შესახებ ქუთაისის ტორპედოს პრეზიდენტმა დავით კერესელიძემ YOUTUBE გადაცემაში “ორშაბათობა”…
სამშაბათი ნოემბერი 18
In სპორტისაშვილოსნოს ყელის კიბო დღემდე მსოფლიოში ქალთა ჯანმრთელობის ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხედ რჩება. საქართველოშიც ის ერთ-ერთი ყველაზე…
ორშაბათი ნოემბერი 17
In სტატიანინო ზარიძე-მაღრაძე: ნუ დაელოდებით დაავადების სიმპტომებს, დროულად მიმართეთ სკრინინგ ცენტრს და იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე! „როცა…
ორშაბათი ნოემბერი 17
In სტატიაუახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ქ. თბილისში უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18,…
ორშაბათი ნოემბერი 17
In საზოგადოება