კვირას, 27 აპრილს, 15:00 საათზე, „აია არენაზე“ რაგბში დიდი-10-ის შესარჩევი ფინალი გაიმართება. მოქმედი ჩემპიონი და წლევანდელი რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული ბათუმის „ბათუმს“ უმასპინძლებს. ,,ბათუმი,, სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა.
რეგულარული ჩემპიონატის 1-2 ადგილოსნები შესარჩევ ფინალს ერთმანეთში თამაშობენ. გამარჯვებული გადადის დიდ ფინალში. შესარჩევ ფინალში წაგებულ გუნდს ექნება მეორე შანსი, რომ იბრძოლოს ჩემპიონობისთვის. მან უნდა დაამარცხოს მე-3-6 ადგილოსნებს შორის საუკეთესო გუნდი.
შესარჩევ ფინალში გამარჯვების შემთხვევაში ქუთაისის „აია“ დიდი ფინალის-საქართველოს ჩემპიონატის ფინალის საგზურს მოიპოვებს, რომელსაც ქუთაისი 11 მაისს, 16:00 საათზე უმასპინძლებს.
ქუთაისში ,,დიდი ფინალი ,, ბოლოს 4 წლის წინ, 2021 წელს ჩატარდა.