ქუთაისის საკალათბურთო გუნდმა ,,ქუთაისი 2010,, საქართველოს თასის ფინალური შეხვედრა მოიგო.
ქვეყნის ჩემპიონმა გუნდმა თასის სამგზის მფლობელი ,,თსუ,, დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა ანგარიშით 77:83.
კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა კალათბურთელებმა გამორჩეული მატჩი ჩაატარეს. ტურნირის MVP 21 ქულით გიორგი ოჩხიკიძე გახდა.
,,ქუთაისი 2010-მა,, საქართველოს თასი მეხუთედ მოიგო.
კლუბი თასის მფლობელი 2014,2017,2019 და 2021 წლებში იყო.
შეხვედრას ,,თბილისი არენამ,, უმასპინძლა.