ქუთაისის ოლიმპიურ საცურაო აუზზე წყალბურთში საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი მიმდინარეობს. ტურნირში მონაწილეობენ საქართველოს, იტალიის და გერმანიის წყალბურთელთა ნაკრები გუნდები.
ღონისძიების მასპინძელია ქუთაისის ოლიმპიური აუზი და წყალბურთის კლუბი „სპორტ მენეჯმენტი“. ტურნირი ხვალ, 25 აპრილს დასრულდება.