სეულში, ხმლით მოფარიკავე სენიორებს შორის მიმდინარე გრან პრიზე ქუთაისელმა მოგარიკავე სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველი სპორტსმენი ბრძოლებში T64-დან ჩაერთო, 3 მოგებული შეხვედრის შემდეგ, მეოთხედფინალში ოლიმპიური ჩემპიონი და რეიტინგის N1 მოფარიკავე, კორეელი სან გუკ ოჰი 15:11🇰🇷დაამარცხა და ნახევარფინალში უნგრელ მოფარიკავეს კრისტიან რაბს დაუპირისპირდა, თუმცა შეხვედრა 15:10 დათმო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.