2025 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 1 250 417 ვიზიტორმა იმოგზაურა, რაც ვიზიტორთა რაოდენობის კუთხით რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. 2024 წელთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა თითქმის 13%-ით არის გაზრდილი.
ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო აქვეყნებს.
ყველაზე მონახულებად დაცულ ტერიტორიებს შორის ლიდერობენ:
• პრომეთეს მღვიმე – 285 883 ვიზიტორი
• მარტვილის კანიონი – 275 475 ვიზიტორი
• მტირალას ეროვნული პარკი – 131 271 ვიზიტორი
• სათაფლიის მღვიმე – 105 389 ვიზიტორი
• წალკის კანიონი – 98 809 ვიზიტორი
2025 წელს ქართველი ვიზიტორების რაოდენობამ 515 188 შეადგინა, რაც 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით 12%-იან ზრდას ასახავს. 14%-ითაა გაზრდილი უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა, მოგზაურთა რაოდენობამ 735 229 ვიზიტორს მიაღწია.
