2025 წელს, წინა წელთან შედარებით, ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტები დაახლოებით 13%-ით შემცირდა. რაც შეეხება ბოლო 5 წლის სტატისტიკას, 2021 წელთან შედარებით, 2025 წელს, უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები 50,47%-ითაა შემცირებული.
2025 წლის 01 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, გამოვლენილი უკანონო ტყითსარგებლობის 1912 ფაქტიდან 1430 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 482 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია.
სამეგრელო-ზემო სვანეთი-267 ფაქტი,რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი-73,მცხეთა-მთიანეთი-89,გურია-51,იმერეთი-245, შიდა ქართლი-95, თბილისი-3, კახეთი-527, აჭარა-327, სამცხე-ჯავახეთი-172, ქვემო ქართლი-103.
სამართალდარღვევებიდან 169 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
2025 წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით დალუქულია 62 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
