ჭიათურელი მაღაროელები ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მაზნიაშვმა დამნაშავეებად ცნო და პატიმრობა მიუსაჯა.
კერძოდ, მერაბ სარალიძე- 6 წელი და 3 თვე , გიორგი ნეფარიძე- 6 წელი და 3 თვე , თენგიზ გველესიანი -4 წელი და 3 თვე , არჩილ ჭუმბურიძე- 4 წელი და 3 თვე.
ოთხი ჭიათურელი -მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, თენგო გველესიანი და აჩიკო ჭუმბურიძე 2025 წლის 29 აპრილს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
