იმერეთში გზების გაწმენდა გრძელდება. ღამის განმავლობაში 93 ერთეული ტექნიკა მუშაობდა. იმერეღის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროის მდგომარეობით ჩაკეტილია 40-მდე სოფელი. ელექტრო ენერგია არ მიეწოდება 2470 აბონენტს.
სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია საგანგებო მართვის სამსახურისა და თავდაცვის ძალები .
იმერეთის რეგიონმა დიდთოვლობით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 40-მდე ტონა სურსათი და პირველადი მოხმარების პროდუქტები მიიღო.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო შტაბის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გამოგზავნილი პროდუქტი იმერეთის მხარის ექვსივე მუნიციპალიტეტში განაწილდება და მოსახლეობას გადაეცემა.
