ქუთაისში დღეს დსღამოს ,,ღირსების მარში განათლებისთვის,, გაიმართება.
მერიის შენობის წინ შეკრება 19:30 საათზე დაანონსდა .
ქუთაისში თბილისის პროტესტის პარალელურად, აქცია ყოველდღიურად ტარდება.
,,რა თქმა უნდა, ყოველდღიურად ბევრი ადამიანისთვის ქუჩაში გამოსვლა რთულია. მაგრამ ქართველი ხალხის ბრაზი არსად წასულა.
ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, კვირაში ერთ კონკრეტულ დღეს მაქსიმალურად მოვბილიზდეთ. იქიდან გამომდინარე, რომ აქციებზე ორშაბათობით ადამიანთა ყველაზე მეტი რაოდენობა იყრის თავს შეირჩა ორშაბათი დღე.
ორშაბათს, 16 თებერვალს, 19:30 სთ.-ზე გელოდებით ყველას, ვისაც განათლების ბედი გაღელვებთ.
გვინდა სოლიდარობა გამოვუცხადოთ ქუთაისელ პედაგოგს სოფო როინიშვილს.
სოლიდარობა ყველა იმ სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელთა, პრაქტიკულად, გაუქმება დაანონსა რეჟიმმა.
გთხოვთ, წამოსვლა თხოვოთ მეგობარს, ოჯახის წევრს, მეზობელს, თანაკლასელს.
+1 ადამიანი ჩვენთან ერთად .
გამოდი, რადგან განათლების დაცვა ყველა ჩვენგანის ღირსების დაცვას ნიშნავს.,,-წერია ინფორმაციაში.
