მწვანეყვავილას ქუჩაზე 11 თებერვალს, ქვათაცვენის პროცესების განვითარების შედეგად, კლდის ფერდი ჩამოიშალა. ადგილზე დღეს ქალაქის მერი იმყოფებოდა, რომელმაც ეროზიული ფერდის სტაბილიზაციის ღონისძიებები სპეციალისტებთან ერთად განიხილა.

,,საშიშროების დონიდან გამომდინარე, პირველივე დღიდან გადაკეტილი იყო გზის აღნიშნული მონაკვეთი. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის ერთმა ნაწილმა, თვითნებურად გახსნა ამკრძალავი ბარიერები და გზით სარგებლობს, რაც საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, დაემორჩილონ დროებით დაწესებულ შეზღუდვას და ისარგებლონ ალტერნატიული გზებით.,,-ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.

