ქუთაისი 24-25 ოქტომბერს ევროპის დღეებს უმასპინძლებს.
აქტივობები 24 ოქტომბერს, ველომსვლელობით დაიწყება .
ქუთაისი 24-25 ოქტომბერს ევროპის დღეებს უმასპინძლებს.
აქტივობები 24 ოქტომბერს, ველომსვლელობით დაიწყება .
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძეი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სტიქიის შედეგად დაზიანებულ სოფელ ხემაღალასა და სოფელ ღვერკში იმყოფებოდა.
მინისტრი სოფელ ხემაღალაში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასაც შეხვდა და მოისმინა მათი საჭიროებები.
სოფელ ღვერკში რევაზ სოხაძემ მდინარე ყარნებაზე წყლის შეგუბებისა და ღვარცოფული პროცესების ლიკვიდაცია- პრევენციის სამუშაოები დამატებულია, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის დავალებით, აგვისტოდან ახორციელებს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა პირველადი დახმარების მიზნით, 46 დაზარალებულ ოჯახზე ბიუჯეტიდან 87 200 ლარი გამოყო.ამჟამად სტიქიის ზონაში არ იმყოფება არცერთი ოჯახი.

მუნიციპელიტეტის დაკვეთით მომზადებულია სოფელ ხემაღალსა და სოფელ ღვერკის მეწყრული ფერდობის კომპლექსური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ანგარიში. როგორც კი გეოლოგიური კვლევის დასკვნა დაადასტურებს ტერიტორიის საიმედოობას, დაიწყება ინფრასტრუქტურული სამუშაოები — გზების, გაზიფიცირების, ახალი ელექტროქსელის მოწყობის და მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 9 პირი დააკავა.
,,მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის ჯამში დაკავებულია 45 პირი, რომელთა შორის არიან, როგორც აქციის ორგანიზატორები, ასევე, ის მონაწილეები, რომლებმაც კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.,,-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ქუთაისში სპორტის სასახლის რეაბილიტაცია დაიწყო.
მიხეილ ქორქიას და ზურაბ საკანდელიძის სახელობის სპორტის სასახლე სრულად განახლდება. პროექტის მიხედვით, შენობაში შეიცვლება სახურავი, კარ-ფანჯრები, ინტერიერი, სველი წერტილები, სპორტული მოედანი და აღიჭურვება ახალი ინვენტარით. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ქუთაისის სპორტის სასახლე შეძლებს უმასპინძლოს მაღალი დონის საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებს.
რეაბილიტაციისთვის 1 347 396 ლარია განსაზღვრული.
სამუშაოებს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი გაეცნო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 471 ფაქტი გამოავლინეს.
9 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანო მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი).
ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს .
3 აპრილის დღის ბოლოდან 5 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი და…
პარასკევი აპრილი 03
In საზოგადოებააღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სასაფლაოებთან მისასვლელი გზების მოწესრიგება მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა სასუაფლაოსთან მისასვლელი…
პარასკევი აპრილი 03
In საზოგადოებაქუთაისის ცენტრალურ სკვერში არსებულ შენობაში განთავსდება სივრცე “ქუთაისი - საუნივერისტეტო ქალაქი”. ქუთაისის მერიისა და ქუთაისის…
პარასკევი აპრილი 03
In საზოგადოებასაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოსა…
პარასკევი აპრილი 03
In საზოგადოება,,შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარების მიზნით ზუგდიდიდან ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველებიდან…
პარასკევი აპრილი 03
In საზოგადოება3 აპრილის დღის ბოლოდან 5 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი და…

In საზოგადოება