ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ქუთაისს დღეს 36 ავტობუსი გადასცა. ამ ეტაპისთვის, ქუთაისს, ჯამში, გადაეცა 50 მგზავრზე გათვლილი 30 ახალი ავტობუსი და 83 მგზავრზე გათვლილი 6 ახალი ავტობუსი. ყველა სატრანსპორტო საშუალება სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
ქუთაისში შპს ,,იმერეთის" ბაზრობის მოვაჭრების პროტესტი გრძელდება.მათ აქცია დღესაც გამართეს. ისინი მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ .
ქუთაისში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო. ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი, რეგულაციების თანახმად, ხალხმრავლობის გარეშე გაიმართა. ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ნაძვის ხე ქუთაისელ მედიცინის მუშაკებთან ერთად აანთო.
ქალაქის ცენტრალური ნაძვის ხე ,სიმბოლური სახელწოდებით ,,ყინულის დედოფალი,, დღეს 8 საათზე აინთება . დიზაინერები ბოლო დეტალებზე მუშაობენ .
წელს ნაძვის ხე თეთრად განათდება და ბაგრატის ტაძრის არქიტექტურული ორნამენტებით იქნება დამშვენებული .
ქუთაისის საახალწლო მორთულობის ბიუჯეტი140 ათასი ლარით განისაზღვრა. აქედან ქალაქის მთავარი ნაძვის ხისთვის 15 ათასი დაიხარჯა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში ქმარმა ცოლი მოკლა. ბრალდებული უკვე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
1988 წელს დაბადებული მ.მ., ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სამტრედიაში დააკავეს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა მეუღლეს - 1973 წელს დაბადებულ ე.კ.-ს და მიიმალა. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მამაკაცი მომხდარიდან რამდენიმე საათში, საკუთარ სახლთან ახლოს, მიტოვებულ სახლში დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლეებმა განაჩენი- 2 წლიანი პატიმრობა ძალაში…
სამშაბათი ნოემბერი 18
In საზოგადოებადღეს, 18 ნოემბერს, 13:00 საათზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართება. მზია ამაღლობელის…
სამშაბათი ნოემბერი 18
In საზოგადოებაგიორგი არაბიძე ქუთაისის ტორპედოში ბრუნდება .ამის შესახებ ქუთაისის ტორპედოს პრეზიდენტმა დავით კერესელიძემ YOUTUBE გადაცემაში “ორშაბათობა”…
სამშაბათი ნოემბერი 18
In სპორტისაშვილოსნოს ყელის კიბო დღემდე მსოფლიოში ქალთა ჯანმრთელობის ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხედ რჩება. საქართველოშიც ის ერთ-ერთი ყველაზე…
ორშაბათი ნოემბერი 17
In სტატიანინო ზარიძე-მაღრაძე: ნუ დაელოდებით დაავადების სიმპტომებს, დროულად მიმართეთ სკრინინგ ცენტრს და იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე! „როცა…
ორშაბათი ნოემბერი 17
In სტატიაჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლეებმა განაჩენი- 2 წლიანი პატიმრობა ძალაში…
სამშაბათი ნოემბერი 18
In საზოგადოებადღეს, 18 ნოემბერს, 13:00 საათზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართება. მზია ამაღლობელის…
სამშაბათი ნოემბერი 18
In საზოგადოებაუახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ქ. თბილისში უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18,…
ორშაბათი ნოემბერი 17
In საზოგადოებაქუთაისში 5000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის არქიტექტურული კონცეფციის საკონკურსო პროცედურის ფარგლებში, კონკურსში მონაწილე 9 არქიტექტურული…
ორშაბათი ნოემბერი 17
In საზოგადოებასაქართველოს პროკურატურამ მცირეწლოვანის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ძიძას ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული…
შაბათი ნოემბერი 15
In საზოგადოება