ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა და მოხალისეებმა საინფორმაციო აქცია "ვესაუბრებით ამომრჩეველს" გამართეს და ქალაქის ცენტრალურ ბაღში მოქალაქეებს საარჩევნო ბუკლეტები დაურიგეს. აქტივობა მიზნად მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ისახავდა.კომისიის წევრებმა ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებული არჩევნების შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს. მსგავსი ტიპის საინფორმაციო კამპანია მომავალშიც გაგრძელდება.
- საზოგადოება
- გადასვლები: 588