საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ტოკიოს ოლიმპიადაზე გამარჯვების აღსანიშნავად საზეიმო შეხვედრა გამართეს და ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ტალახაძეს, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გიორგი ასანიძესა და საქართველის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტ კახი კახიაშვილს უმასპინძლეს.
ღონისძიება კოვიდ პანდემიის პირობებისა და რეგულაციების გათვალისწინებით გაიმართა.
საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისაგან ლაშა ტალახაძე 10 000 ლარით დაჯილდოვდა, ხოლო მის პირველ მწვრთნელს კობა ტალახაძეს 3 000 ლარი გადაეცა. ასევე ლაშა ტალახაძესა და გიორგი ასანიძეს სპეციალურად მათთვის დამზადებული საჩუქრები გადაეცათ..
ღონისძიების დასასრულს სამმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა საჩხერეს თავის ხელის ანაბეჭდი დაუტოვა.
ღონისძიებას საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.