საქართველოს სახელმწიფოს ძირითადი კანონი პარლამენტმა 1995 წლის 24 აგვისტოს მიიღო და ძალაში შევიდა 1995 წელს, საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან.
1995 წლის 2 ივლისს 64 ხმით 4-ის წინააღმდეგ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მიიღო კონსტიტუციის პროექტი, გადასცა პარლამენტს და ამით დაასრულა თავისი მისია.
1995 წლის 24 აგვისტოს, 17 საათსა და 50 წუთზე, საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტმა ე.წ. „იმელის“ შენობაში 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ მიიღო საქართველოს კონსტიტუცია. 1995 წლის 17 სექტემბერს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და საქართველოს პარლამენტის წევრებმა ხელი მოაწერეს კონსტიტუციის ოფიციალურ ტექსტს მთავრობის იმ სასახლეში, სადაც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
დღეს, საქართველოს კონსტიტუცია 11 თავისა და 78 მუხლისგან შეგდება. ბოლო ცვლილება საქართველოს კონსტიტუციაში 2018 წლის 23 მარტს შევიდა, რომელსაც პარლამენტის 115 -მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.