14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
„გაგაცნობთ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. როგორც მოგეხსენებათ, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულია, ძირითადად ახალი შტამების (დელტა შტამი) ფართო ცირკულაციის გამო.
ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების და ტენდენციების ანალიზის საფუძველზე, საკოორდინაციო საბჭომ, აგვისტოში იმუნიზაციის პროცესის ინტენსიფიცირების მიუხედავად, საჭიროდ მიიჩნია ე.წ არაფარმაცევტული ინტერვენციები და კერძოდ, ცალკეული შეზღუდვების დაწესება.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, 3 კვირის განმავლობაში, იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები: • შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს;
სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები; იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა;
კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე; საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მიმართავს საბჭო კერძო დამსაქმებლებს;
ვაქცინაციის მაქსიმალურად გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აცრების პროცესში ჩაერთვებიან სამხედრო ექიმებისგან დაკომპლექტებული ბრიგადები; მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას;
ჯანდაცვის უწყება განაგრძობს მუშაობას დამატებითი საწოლების მობილიზების მიმართულებით; მაქსიმალურად გამკაცრდება კონტროლი მოქმედი რეგულაციების აღსრულებაზე, მათ შორის ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვაზე, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი და ა.შ. შეგახსენებთ, მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის, ობიექტები ჯარიმდებიან 10 ათასი ლარით, ხოლო განმეორებით დარღვევისას - ექვემდებარებიან დალუქვას;
ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მიმართა რეკომენდაციით, სექტემბრიდან, კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნესცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში, პირთა დაშვება შესაძლებელი გახდეს ვაქცინით ერთი აცრის ან სრული კურსის, ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე. საბჭო აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას ეცნობება",- განაცხადა ღიბრაძემ.
12 აგვისტოს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში, ქუთაისის მერიის ინიციატივით, გაიმართა ახალგაზრდული ფორუმი. ფორუმის ფარგლებში მოეწყო ახალგაზრდულ ინიციატივებში გამარჯვებული პროექტების პრეზენტაცია. ქუთაისში არსებულმა ახალგაზრდულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა კი მათ მიერ განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია წარმოადგინეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში, ასევე, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ნარკორეალიზატორები დააკავეს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი პარტია "ახალი ქრისტიან-დენოკრატების"თავმჯდომარის ბრალდებებს პასუხობს.ბაქარ ჭეიშვილის განცხადებით,მილები რომლებიც წერეთლის ქუჩაზე,მეთორმეტე სკოლასთანაა დასაწყობებული , უნდა განთავსებულიყო ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე,ბალახვნის მოედნიდან მეთორმეტე სკოლამდე,თუმცა სამუშაოების მიმდინარეობისას გამოიკვეთა უფრო დიდი დიამეტრის,კერძოდ ე.წ. 1000-იანი მილების საჭიროება,ამიტომ მოხდება ძველი ე.წ.600-იანი მილების ჩანაცვლება .ჭეიშვილის თქმით,ახალი მილები დღის ბოლომდე ქუთაისში იქნება.
"ბატონმა გოგიმ საიდან მოიტანა,რომ არ კეთდება არ ვიცი"-განაცხადა ბაქარ ჭეიშვილმა.
2008 წლის 11 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს სოფელ შინდისთან 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობის გამო, ბიზნესოპერატორს იმერეთში საწარმოო პროცესი შეუჩერდა. იმერეთში, (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი)…
პარასკევი ოქტომბერი 16
In საზოგადოებადღეს ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი იწყება. გახსნა კინოთეატრ,,საქართველოში,, 19:00 საათზეა დაგეგმილი.ნაჩვენები იქნება რეჟისორ ლევან…
პარასკევი ოქტომბერი 16
In კულტურაქუთაისში,№2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალების ფაქტს სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება და ბრალდებულის ოჯახს უსამძიმრებს. ,,მომხდართან დაკავშირებით…
პარასკევი ოქტომბერი 16
In საზოგადოებაქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი 58-ე სეზონს ზაქარია ფალიაშვილის ოპერით ,,აბესალომ…
პარასკევი ოქტომბერი 16
In კულტურაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2026…
ხუთშაბათი ოქტომბერი 15
In საზოგადოებასურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობის გამო, ბიზნესოპერატორს იმერეთში საწარმოო პროცესი შეუჩერდა. იმერეთში, (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი)…
პარასკევი ოქტომბერი 16
In საზოგადოებაქუთაისში,№2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალების ფაქტს სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება და ბრალდებულის ოჯახს უსამძიმრებს. ,,მომხდართან დაკავშირებით…
პარასკევი ოქტომბერი 16
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2026…
ხუთშაბათი ოქტომბერი 15
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიცვალებულისადმი უპატივცემულობის და საფლავზე არსებული…
ხუთშაბათი ოქტომბერი 15
In საზოგადოებასამშაბათი ოქტომბერი 13
In საზოგადოება