- საზოგადოება
- გადასვლები: 182
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითთან ჩამოწოლილი მეწყერის გამო მატარებლების მოძრაობა შეფერხდა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითთან მეწყერი ჩამოწვა,როს გამოც სარკინიგზო ხაზი დაზიანდა.შესაბამისად, მატარებლების მოძრაობა შეფერხდა.
,,უხვი ნალექის გამო დასავლეთ საქართველოში, მოლითში ჩამოწვა მეწყერი და რეისზე არსებული მატარებლები ვეღარ გააგრძელებენ მოძრაობას, კონკრეტულად ზუგდიდი-თბილისის (869), ბათუმი-თბილისის (801) და თბილისი-ფოთის (874) რეისებზე მოძრავი შემადგენლობები დაბრუნდებიან საწყის სადგურებში.
აღნიშნული რეისების შესრულება დამოკიდებულია ამინდზე, მატარებელთა მოძრაობა განახლდება ლიანდაგის სრულად გაწმენდისთანავე.,,-საქართველოს რკინიგზა.
ფოტო პირობითია.