უბედური შემთხვევა ქუთაისში. მრავალსართულიანი ბინის რეაბილიტაციაზე დასაქმებული მუშა სიმაღლიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.შემთხვევა გუშინ,8 ივნისს,ავტოქარხნის დასახლებაში, ,,კარფურის,, მიმდებარედ მოხდა. ფოტოსა და ინფორმაციას ჟურნალისტი ეკა შალამბერიძე ავრცელებს.
,,აქილევსის ქუსლი - ,,შრომითი უსაფრთხოება”.წლების წინ ჩემს მიერ გაშუქებული არაერთი ფატალური შემთხვევა დამიდგა თვალწინ…,,-წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი.
