- საზოგადოება
- გადასვლები: 190
ზესტაფონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ზესტაფონსა და საჩხერეში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს. ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ინდმეწარმეები თ. გ. (მის: სოფ. ცხრაწყარო, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი) და ი. ზ. (მის: სოფ. ჭალა, საჩხერის მუნიციპალიტეტი) სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე კლავდნენ ფრინველს.
ორივე ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები; ი. ზ.-ს არალეგალურ სასაკლაოზე დაილუქა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული 100 კილოგრამზე მეტი ფრინველის ხორცი. ინდმეწარმეები დაჯარიმდნენ და, შეუსაბამობების გამოსწორებამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.


