20 წლიანი უშვილობის შემდეგ, 45 წლის თამთა მხეიძე პირველი შვილის დედა გახდა.გაბრიელ ესებუა ქუთაისში, კლინიკა ,,ბომონდში,, საკეისრო კვეთით დაიბადა. მეან-გინეკოლოგი ნოე მაცაბერიძე.
დედა და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ და ბინაზე უკვე გაეწერნენ.
დღრს,25 ნოემბერს, 13:00 საათზე, ჭიათურელი მაღაროელები საპროტესტო აქციას თბილისში, ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართავენ - სწორედ იქ, სადაც მიმდინარეობდა სამმხრივი კომისიის შეხვედრები. მაღაროელებს დღემდე არ აქვთ პასუხი კითხვაზე, რაზე შეთანხმდნენ სახელმწიფო, ბიზნესი და პროფკავშირები, რასაც 2000 ადამიანის უმუშევრად დატოვება მოყვა, აქედან 1050 სამსახურში აღდგენის მოლოდინშია.
მაღაროელები გარდა ამ საკითხისა, 8 წვინ დაკავებული 4 თანამებრძოლის გათავისუფლებასაც ითხოვენ.
ჭიათურაში საპროტესტო აქციები 271 დღეა გრძელდება.
1 დეკემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი.
ქ. თბილისში უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ტყეში გადაადგილებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ. სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის ძირითად გამომწვევ მიზეზად ადამიანთა დაუდევრობა სახელდება.
ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ტყის ხანძრების რამდენიმე კერა ფიქსირდება. ცეცხლი ტყის საფარის დაბალ ფენას - ეკალ-ბარდებს უკიდია. ხანძრის კერები თითქმის ყველა რეგიონში ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
,,აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე, ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის გამო, გამოიწვევს დაჯარიმებას. ,,-ეროვნული სატყეო სააგენტო.
ქუთაისში დღეს ,,ღირსების მარში განათლებისთვის,, იმართება. მერიის შენობის წინ შეკრება 19:30 საათზე დაიწყო . მოქალაქეები…
ორშაბათი თებერვალი 16
In საზოგადოებაქუთაისის სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი შპს „იბერია სტარ გრუპ“-ის განცხადების პასუხს აქვეყნებს. ,,კომპანია, რომელიც საზოგადოებრივ აზრსა და…
ორშაბათი თებერვალი 16
In საზოგადოებამწვანეყვავილას ქუჩაზე 11 თებერვალს, ქვათაცვენის პროცესების განვითარების შედეგად, კლდის ფერდი ჩამოიშალა. ადგილზე დღეს ქალაქის მერი…
ორშაბათი თებერვალი 16
In საზოგადოებაშპს "იბერია სტარ გრუპი" ქუთაისში საგუბერნიო ციხის დემონტაჟს ახორციელებს და მის ადგილას საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას…
ორშაბათი თებერვალი 16
In საზოგადოებაქუთაისში დღეს დსღამოს ,,ღირსების მარში განათლებისთვის,, გაიმართება. მერიის შენობის წინ შეკრება 19:30 საათზე დაანონსდა .…
ორშაბათი თებერვალი 16
In საზოგადოებაქუთაისში დღეს ,,ღირსების მარში განათლებისთვის,, იმართება. მერიის შენობის წინ შეკრება 19:30 საათზე დაიწყო . მოქალაქეები…
ორშაბათი თებერვალი 16
In საზოგადოებაქუთაისის სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი შპს „იბერია სტარ გრუპ“-ის განცხადების პასუხს აქვეყნებს. ,,კომპანია, რომელიც საზოგადოებრივ აზრსა და…
ორშაბათი თებერვალი 16
In საზოგადოებამწვანეყვავილას ქუჩაზე 11 თებერვალს, ქვათაცვენის პროცესების განვითარების შედეგად, კლდის ფერდი ჩამოიშალა. ადგილზე დღეს ქალაქის მერი…
ორშაბათი თებერვალი 16
In საზოგადოებაშპს "იბერია სტარ გრუპი" ქუთაისში საგუბერნიო ციხის დემონტაჟს ახორციელებს და მის ადგილას საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას…
ორშაბათი თებერვალი 16
In საზოგადოებაქუთაისში დღეს დსღამოს ,,ღირსების მარში განათლებისთვის,, გაიმართება. მერიის შენობის წინ შეკრება 19:30 საათზე დაანონსდა .…
ორშაბათი თებერვალი 16
In საზოგადოება