ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი პირველ სამუშაო დღეს ჟურნალისტებს შეხვდა. მერმა მედიის წარმომადგენლებთან იმ ძირითად პრინციპებზე ისაუბრა, რის მიხედვითაც წარიმართება მუშაობა ქუთაისის მერიაში.
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი პირველ სამუშაო დღეს ჟურნალისტებს შეხვდა. მერმა მედიის წარმომადგენლებთან იმ ძირითად პრინციპებზე ისაუბრა, რის მიხედვითაც წარიმართება მუშაობა ქუთაისის მერიაში.
ქუთაისის არჩეული მერი იოსებ ხახალეიშვილი საკრებულოს სხდომას მერის რანგში პირველად დაესწრო. მან ქალაქის განვითარების საკუთარ ხედვასა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
ქუთაისის არჩეული მერი იოსებ ხახალეიშვილი უფლებამოსილების განხორციელებას 11 დეკემბრიდან შეუდგება.
იოსებ ხახალეიშვილი დღეიდან - საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან მე-11 დღეს, ქუთაისის მერი ოფიციალურად გახდა, თუმცა კორონავირუსის გამო ის ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება.
"იზოლაციაში ყოფნის ვადის ამოწურვამდე, ვრჩები სახლში და ვასრულებ რეგულაციებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ქუთაისის მერიაში, ჩემს სამუშაო ადგილზე, პარასკევს, 11 დეკემბერს გამოვცხადდები და შევუდგები ქუთაისის მერის უფლება-მოვალეობების შესრულებას. უდიდესია პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენმა თანაქალაქელებმა თავიანთი მხარდაჭერით დამაკისრეს. ურთულეს პერიოდში მიწევს მუშაობის დაწყება. ახლა ყველაზე მთავარი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენაა. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ მაქსიმალური სიფრთხილისკენ, დავიცვათ რეგულაციები, გავუფრთხილდეთ საკუთარ და სხვების სიცოცხლეს! ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ ყველა იმ გეგმის შესრულება, რაც ქუთაისის უკეთესი მომავლისთვის დავსახეთ", - აცხადებს ქუთაისის ახლადარჩეული მერი.
"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა არჩევნების მეორე ტურში ხმების 92% მიიღო.
ხვალიდან ქუთაისის ახლად არჩეული მერი იოსებ ხახალეიშვილი საქმიანობას შეუდგება. როგორც მერიის იურისტმა, ირაკლი გიორგაძემ განაცხადა, მერი თანამდებობას საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან მე-11 დღეს იკავებს.საოლქო საარჩევნო კომისიაში შემაჯამებელი ოქმი 29 ნოემბერს შედგა, ხვალიდან კი 9 დეკემბერიდან ქალაქს ახალი პირველი პირი ეყოლება.
რაც შეეხება მერის მოვალეობის შემსრულებელს, ხვალიდან დავით ერემეიშვილი კვლავ პირველი მოადგილის პოზიციას დაუბრუნდება.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების სერვისით უზრუნველყოფის პროგრამის ირგვლივ არსებულ დისკუსიას ეხმაურება
„ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოზიცია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების სერვისით უზრუნველყოფის პროგრამის შესახებ არის ერთიანი და აღნიშნული პროგრამის უწყვეტობა შენარჩუნებული იქნება როგორც არსებული, ასევე მომლოდინე ბენეფიციარებისთვის“ - აცხადებს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია.
„მინდა გამოვეხმაურო აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების სერვისით უზრუნველყოფის პროგრამის ირგვლივ ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს და დისკუსიას. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს და ქალაქის ბიუჯეტის დამტკიცებაზე პასუხისმგებელი ინსტიტუციის, ამ ორგანოს წევრების სახელით მინდა განვაცხადო, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების სერვისით უზრუნველყოფის პროგრამის უწყვეტობა შენარჩუნებული იქნება როგორც არსებული, ასევე მომლოდინე ბენეფიციარებისთვის. მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების თერაპიის კურსი კი სრულად დაიფარება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს უმრავლესობის დამოკიდებულება არის ერთიანი და ჩემი მხრიდან ეს პოზიცია მკაფიოდ და ხაზგასმით გაჟღერდა სერვისის მიმწოდებლებთან და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებთან გამართულ საკონსულტაციო შეხვედრაზე.,,-წერია გავრცელებულ განცხადებაში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, გაცხადებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილი დაასუბსიდიროს. როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, პურზე ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის.განცხადება მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა
„ არაერთხელ ვთქვით იმის შესახებ, რომ პური განსაკუთრებული სტრატეგიული პროდუქტია, გვესმის, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, იმ ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე, რასაც კორონავირუსი იწვევს გლობალურად და მათ შორის, ჩვენ ქვეყანაში. მუდმივი მუშაობა გვქონდა და შეხვედრები მწარმოებლებთან. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ხორბლის ფქვილის, საუბარია პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირებაზე, იმგვარად, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის ფასები, რომელიც აგვაცილებს თავიდან პურის ფასის გაძვირებას.
პროგრამა ამოქმედდება მომავალი კვირიდან, შესაბამისად, მოსახლეობას მინდა სრული პასუხისმგებლობით განვუცხადო, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება, პროგრამა კი 4 თვის განმავლობაში იმოქმედებს, 11 მარტამდე. შემდგომში ჩვენ დავაკვირდებით როგორი სიტუაცია იქნება საერთაშორისო ბაზრებზე“,-განაცხადა ლევან დავითაშვილმა
მინისტრის თქმით , ქვეყანაში ხორბლის მარაგები საკმარისია.
სახელმწიფო პირველი ხარისხის ფქვილის სუბსიდირებაზე დაახლოებით 10 მილიონ ლარს დახარჯავს. 50 კილოგრამიან ტომარაზე მთავრობის მხრიდან სუბსიდია მაქსიმუმ 10 ლარი იქნება .
„ფასი განვსაზღვრეთ ფიქსირებული 53 ლარით. წისქვილებისთვის არის პირობა, რომ ამ ფასზე მეტად არ გაყიდიან პირველი ხარისხის ფქვილს, რომელიც პურის ცხობაში გამოიყენება. 53 ლარი იქნება ფქვილის 50 კილოგრამიანი ტომრის ფასი. სახელმწიფო სუბსიდია იქნება ტომარაზე არაუმეტეს 10 ლარისა. წისქვილები სხვადასხვა ფასს შემოგვთავაზებენ, გარკვეული კონკურენციაც იქნება, რომ სახელმწიფოს ნაკლები თანხა დაუჯდეს და შედეგი იგივე მივიღოთ, რომ პურის ფასი არ გაიზარდოს. დაახლოებითი ბიუჯეტი შეფასებულია, რომ თვეში 2-2.5 მილიონი ლარია და დაახლოებით მთელი პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარია“,-აღნიშნა ლევან დავითაშვილმა
დღეს, 18 ნოემბერს, 13:00 საათზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართება. მზია ამაღლობელის…
სამშაბათი ნოემბერი 18
In საზოგადოებაგიორგი არაბიძე ქუთაისის ტორპედოში ბრუნდება .ამის შესახებ ქუთაისის ტორპედოს პრეზიდენტმა დავით კერესელიძემ YOUTUBE გადაცემაში “ორშაბათობა”…
სამშაბათი ნოემბერი 18
In სპორტისაშვილოსნოს ყელის კიბო დღემდე მსოფლიოში ქალთა ჯანმრთელობის ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხედ რჩება. საქართველოშიც ის ერთ-ერთი ყველაზე…
ორშაბათი ნოემბერი 17
In სტატიანინო ზარიძე-მაღრაძე: ნუ დაელოდებით დაავადების სიმპტომებს, დროულად მიმართეთ სკრინინგ ცენტრს და იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე! „როცა…
ორშაბათი ნოემბერი 17
In სტატიაუახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ქ. თბილისში უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18,…
ორშაბათი ნოემბერი 17
In საზოგადოება,გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება არაფერია თუ არა პოლიტიკური ანგარიშსწორება და დემოკრატიული ოპოზიციის…
ოთხშაბათი ნოემბერი 12
In პოლიტიკასაქართველოს მთავრობა ქვეყნის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობს. დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს მინისტრთა…
კვირა ნოემბერი 09
In პოლიტიკაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ, მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების, განყოფილებების, ა.(ა).ი.პ-ების ხელმძღვანელებს და ტერიტორიულ ერთეულებში მერის…
ოთხშაბათი ნოემბერი 05
In პოლიტიკაქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ოთხმა წევრმა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.გიორგი კიკვაძის, დავით ნიშნიანიძის, შალვა მშვილდაძისა და…
ოთხშაბათი ნოემბერი 05
In პოლიტიკაგვინდა დავიწყოთ მუშაობა ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე 2026-2035 წლების ჩათვლით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა…
პარასკევი ოქტომბერი 31
In პოლიტიკა