ქუთაისის საკრებულოს თავჯდომარედ ირაკლი შენგელია აირჩიეს.საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მას მხარი უმრავლესობის წევრებმა დაუჭირეს.სხდომას ოპოზიცია არ ესწრებოდა.არჩევის შემდეგ ირაკლი შენგელიამ განცხადება გაავრცელა.
ირაკლი შენგელია 2019 წლის დეკემბრიდან საკრებულოს თავმჯდომარეობის მოვალეობას ასრულებდა.
,,მინდა მადლობა გადავუხადო მმართველ გუნდს, პარტია ქართულ ოცნებას, ჩემს კოლეგებს გამოცხადებული ნდობისთვის. ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელობა არის უდიდესი პასუხისმგებლობა. ჩემთვის დიდი პატივია, წარმოვადგენდე ჩემი ქალაქის მოსახლეობის ინტერესებს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე და მათ მიერ თვითმმართელობის არჩევნებზე გამოხატული მხარდაჭერა არის ამის საფუძველი. ამ პერიოდის განმავლობაში ჩემი მთავარი ამოცანაა ამ ნდობის გამართლება.
ჩემს გუნდთან ერთად გავაგრძელებ მუშაობას საკრებულოს ინსტიტუციური განვითარების და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების მიმართულებით. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის გაცხადებული პრიორიტეტები არის ღია და გამჭვირვალე მმართველობა, ანგარიშვალდებულება, მოქალაქეების ჩართულობა და მოსახლეობის პრიორიტეტების შესაბამისი პოლიტიკის წარმართვა. ქალაქის განვითარება და მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვა არის ჩვენი მთავარი მიზანი და საკრებულოს გუნდთან ერთად, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე, გავაგრძელებ აქტიურ საქმიანობას.
წინ გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევა გლობალური პანდემიის სახით, 2021 წელს ამ პროცესს ჩვენ ვხვდებით შეძენილი გამოცდილებით, რაც საშუალებას მოგვცემს, რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით გავუმკლავდეთ პანდემიის შედეგებს. ამ პროცესში მოქალაქეებს ექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან.
მინდა დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცო ჩვენს თანაქალაქელებს, ვუსურვო მათ ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. ჩვენი სახლისუფლებო გუნდის ხედვა, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე, არის ერთიანი და პრაგმატული გადაწყვეტილებებით, სტაბილური პოლიტიკით ქვეყნის მდგარადი განვითარებისთვის დასახული მიზნების მიღწევა. ასე შევძლებთ არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვებთან გამკლავებას და მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელებას ჩვენი ქალაქის და ქვეყნის საკეთილდღეოდ.,,- წერია გავრცელებულ განცხადებაში