პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, ქუთაისის საკრებულოს წევრმა დღეს ბრიფინგი გამართა.გიგა შეშანიამ მედიას ის თანხა გააცნო,რაც იმერეთის ტურიზმის ცენტრმა დახარჯა.ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ჯამში, მარტო დეკემბერში ტურიზმის ცენტრმა 100000 ლარამდე დახარჯა, 2020 წელს კი - 760 000 ლარი.
გიგა შუშანიამ მედიას კონკრეტული ციფრები წარუდგინა.მისი თქმით ლეპტოპისთვის - 4250 ლარი ,ხილის ჩირისთვის- 1380 ლარი, სასაჩუქრე პაკეტები - 15 150 ლარი, საახალწლო ნაძვის ხის ანთების ვიდეოგადაღებისთვის -2300ლარი და ა.შ. დაიხარჯა.