დღეს ქუთაისის საკრებულოს 2020 წლის ბოლო, რიგით 37-ე სხდომა გაიმართება, სადაც 2021 წლის ბიუჯეტი უნდა დამკიცდეს. ასევე დღესვე დეპუტატები განიხილავენ რიონჰესის მიმდებარედ, საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის ცვლილებებს და ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ.
შეგახსენებთ, რომ ნიკა ლატარიას მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ, 2019 წლის დეკებრიდან, თავმჯდომარის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გამარჯვების ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შენგელია ასრულებს.