მეათე მოწვევის პარლამენტი ხვალ ახალ მთავრობას დაამტკიცებს. დღეს საკანონმდებლო ორგანოში ფრაქცია „ქართული ოცნება" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინსს.
ხვალ პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც დეპუტატები მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებენ. მინისტრთა კაბინეტს 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ 18 დეკემბერს წარედგინა.
მინისტრთა კაბინეტი ნდობის მისაღებად პარლამენტში შემდეგი შემადგენლობით შევიდა:
პრემიერ-მინისტრი - გიორგი გახარია.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი.
იუსტიციის მინისტრი - გოჩა ლორთქიფანიძე.
შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა.
საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი.
ფინანსთა მინისტრი - ივანე მაჭავარიანი.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ეკატერინე ტიკარაძე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი.
თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი.