ქუთაისში ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბნი გაიხსნა.დარღვევებს ადგილი არ ქონია.153 861 ამომჩეველი
ხმას 124 უბანზე აძლევს.უბნებიდან, ორი სპეც უბანია, ერთი №2 პენიტენციური დაწესებულებაში, ხოლო მეორე ე.წ. კოვიდ უბანი ქუთაისის 31 საჯარო სკოლაში - სადაც ხმის მიცემა მოხდება მხოლოდ გადასატანი ყუთის საშუალებით, (სულ 5 გადასატანი ყუთით მოხდება აღნიშნულ უბანზე ხმის მიცემა)
თვითმმართველობის არჩევნბისთვის დარეგისტრირებულია 19 პოლიტიკური პარტიული სია.
7 მაჟორიტარულ ოლქში დარეგისტრირებულია 52 კანდიდატი, მათ შორის 14 ქალი.
რაც შეეხება მერობის კანდიდატებს - ქუთაისში 5 კანდიდატია, აქედან ორი ქალი.