ეროვნული-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოკითხული მოსახლეობის ნახევარი მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს.
კერძოდ, კითხვაზე, „როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას“, გამოკითხულთა 51% ამბობს, რომ „ცუდად“. 41% მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, 7% ამბობს, რომ არ იცის, ხოლო 1% პასუხზე უარს აცხადებს.
კვლევის თანახმად, მთავრობის მიმართ ყველაზე კრიტიკულად თბილისის, სხვა დიდი ურბანული დასახლებების და ახალგაზრდა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები არიან განწყობილნი.
კერძოდ, მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს თბილისში გამოკითხულთა 60%, ხოლო კარგად - 35%.
დიდი ქალაქები: ცუდად 59%, კარგად 34%; პატარა ქალაქები: ცუდად 49%, კარგად 44%; სოფლები: ცუდად 44%, კარგად 45%;
რაც შეეხება მათ განაწილებას პარტიული მხარდაჭერის მიხედვით, მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს გამოკითხულთაგან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების 13%, ხოლო კარგად 84%. გამოკითხულებს შორის ოპოზიციის მხარდამჭერების 75% მთავრობის საქმიანობაზე ამბობს, რომ ცუდია, 20% კი მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს.
კვლევის თანახმად, პრემიერ-მინისტრის საქმიანობას, გამოკითხული მოსახლეობის 28% - კარგად, 33%-საშუალოდ, 35%-ცუდად აფასებს. კითხვაზე პასუხი არ იცის 4% -მა. ინფორმაციისთვის, 2022 წლის მარტში, პრემიერის საქმიანობას გამოკითხულთა 26% -კარგად, 32% - საშუალოდ, 36% - ცუდად აფასებდა. პასუხი არ იცოდა გამოკითხულთა 6%-მა.
ამასთან, გამოკითხულთა 9% პარლამენტის საქმიანობას კარგად აფასებს, 45%-საშუალოდ, 41% - ცუდად. კითხვაზე პასუხი არ იცის - 4% -მა.
გამოკითხული მოსახლეობიდან პრეზიდენტის საქმიანობას 12% - კარგად, 43%-საშუალოდ, 40%-ცუდად აფასებს. 5%-მა პასუხი არ იცის. ინფორმაციისთვის, 2022 წლის მარტში, პრეზიდენტის საქმიანობას გამოკითხული მოსახლეობის 24% - კარგად, 42%-საშუალოდ, 24%-ცუდად აფასებდა. პასუხი არ იცოდა გამოკითხულთა 9%-მა.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით , მამაკაცი, რომელმაც მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის ადმინისტრაციულ შენობასთან ოკუპანტი ქვეყნის დროშა გამოფინა, 500 ლარით დაჯარიმდა.
პირი, რომელმაც ოკუპანტი ქვეყნის დროშა აღმართა,გიორგი ძაგნიძეა.
შემთხვევა 30 აგვისტოს მოხდა,რის შემდეგაც ქუთაისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ მის მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის 21-ე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, (NDI) კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა უმეტესობა მასში მონაწილეობას მიიღებდა.
უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, პასუხები ასე გადანაწილდა: 66 % - სავარაუდოდ მიიღებდა, 34 % - სავარაუდოდ არ მიიღებდა.
ამასთან, კვლევის მიხედვით, არჩევნებზე წასვლაზე უარს ყველაზე ხშირად ეთნიკური უმცირესობების დასახლებაში მცხოვრები, ასევე გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ამბობდა. კერძოდ, უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები გამოკითხულებიდან 62 %-მა განაცხადა, რომ არჩევნებზე არ წავიდოდა, 38 %-მა კი აღნიშნა, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა. ასევე, უშუალოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიდან 21 %-მა აღნიშნა, რომ არჩევნებზე არ წავიდოდა, ოპოზიციის მხარდამჭერებიდან კი იგივე მაჩვენებელი 26 %-ს შეადგენს. ხოლო იმ რესპონდენტებიდან, ვინც არ დაასახელა, რომელ პარტიას უჭერს მხარს, 45 %-მა განაცხადა, რომ ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ხმის მისაცემად არ წავიდოდა.
ფოტო არქივიდან .
ქუთაისში ყაზახეთის ქალაქ შიმკენტის დელეგაცია იმყოფებოდა. დელეგაციის წევრები შიმკენტის ტურიზმის ადმინისტრაციას წარმოადგენდნენ. მათი ვიზიტის მიზანი ქუთაისის ტურისტული პოტენციალის გაცნობა იყო.
სტუმრები ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა მიიღო. დაგეგმილია ქუთაისისა და შიმკენტის დამეგობრება. შეხვედრაზე ამ საკითხის საორგანიზაციო დეტალებზეც იყო საუბარი. ქუთაისის მერმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა ქუთაისში ჩამოსვლისთვის და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და…
შაბათი ივლისი 04
In საზოგადოებაქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია 13 წლიდან -17 წლამდე ასაკის მოსწავლეთათვის, დაბა ბაკურიანში, საზაფხულო ბანაკში მონაწილეობის…
პარასკევი ივლისი 03
In საზოგადოება3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი.…
პარასკევი ივლისი 03
In საზოგადოებაერთიანი ეროვნული გამოცდები კვლავ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გრძელდება. პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე…
პარასკევი ივლისი 03
In განათლებასაერთაშორისო თეატრალური ფესტივალის "თეატრალური იმერეთი“ დახურვის ცერემონია ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო თეატრში გაიმართა. „თეატრალური იმერეთი“…
ხუთშაბათი ივლისი 02
In კულტურაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე, პირველ მოადგილე პაატა ბუცხრიკიძესთან, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და…
პარასკევი ივნისი 26
In პოლიტიკაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძემ, სამუშაო ჯგუფთან ერთად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის…
სამშაბათი მარტი 10
In პოლიტიკასაქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ სანქციები, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა ორ ქართულ ტელევიზიას დაუწესა, სატელევიზიო დებატების ჩაშლას…
შაბათი თებერვალი 28
In პოლიტიკამთლიანობაში რომ შევხედოთ მონაცემებს, რაც გამოავლინა შრომის ბაზრის ანალიზმა, რეალურად ამ მონაცემების მიხედვით, დაახლოებით 14…
სამშაბათი თებერვალი 24
In პოლიტიკაბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.ბიუჯეტი საკრებულოს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის…
პარასკევი დეკემბერი 26
In პოლიტიკა