ქუთაისის მუნიციპალიტეტში ახალი სამსახური - ა(ა)იპ მუნიციპალური ინსპექცია შეიქმნა, რომელიც ქალაქის მთელი ტერიტორიის მასშტაბით ახდენს სწრაფ რეაგირებას სხვადასხვა ფაქტებსა და პროცესებზე.
ქუთაისის მუნიციპალიტეტში ახალი სამსახური - ა(ა)იპ მუნიციპალური ინსპექცია შეიქმნა, რომელიც ქალაქის მთელი ტერიტორიის მასშტაბით ახდენს სწრაფ რეაგირებას სხვადასხვა ფაქტებსა და პროცესებზე.
სახალხო დამცველის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში განაცხადი 19-მა კანდიდატმა წარადგინა.მათ შორის არის ქუთაისელი ნუგზარ კოხრეიძე - არასამთავრობო ორგანიზაცია „სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბი თაობათა დიალოგის“ თავმჯდომარე.
ანტიკორუფციული მოძრაობის იმერეთის ორგანიზაციამ დღეს ჭავჭავაძის გამზირზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.გამზირის გარკვეული მონაკვეთის რეაბილიტაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.ტენდერის ღირებულება 5 მილიონია. ერთ-ერთი, რაც ადგილზე კეთდება, იცვლება ქვაფენილი, თუმცა ,როგორც თემურ ცამციშვილი ამბობს, ქვაფენილის საკმაოდ დიდ ნაწილს, დაუზიანებელს, კომპანიის წარმომადგენლები გვერდით აწყობენ და შემდეგ ყიდიან.
,,ბრიფინგის თემაც ეს არის. რომელი ფილებიც ვარგა, რატომ ყიდიან ,რომელიც ვარგა, ხომ შეიძლებოდა ისეთ ადგილას გამოყენებულიყო ქუთაისში, სადაც გავლა შეუძლებელია და ასეთი ადგილი ამ ქალაქში სამწუხაროდ,ბევრია,,-თემურ ცამციშვილი,ანტიკორუფციული მოძრაობის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
მან დღეს ფოტო მასალა და აუდიო ჩანაწერიც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ფილები ნამდვილად იყიდება.
ანტიკორუფციული მოძრაობის იმერეთის ორგანიზაციის ინფორმაციით, ერთი კვადრატული მეორადი ფილა 5 ლარი ღირს.


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საქართველოს პროკურატურა ეფექტიან, ანგარიშვალდებულ და გამჭვირვალე ინსტიტუციად ჩამოყალიბდა და ის მუდმივად ვითარდება.
როგორც მან პროკურორთა საერთაშორისო 27-ე წლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, პროკურატურის სისტემის განვითარება ხელისუფლების უცვლელი პრიორიტეტია.
„კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სირთულეების, ახლა უკრაინაში ომის, ევროპის კონტინენტზე მიმდინარე საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე, საფრთხეების, ასევე, ციფრულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებულ დანაშაულთან, მათ შორის კრიპტოვალუტის მეშვეობით ფულის გათეთრების თუ კიბერდანაშაულის მზარდი მასშტაბების პირისპირ, აშკარაა, რომ დღეს მსოფლიო განახლების რთულ პროცესს გადის. უფრო სამართლიანი, დემოკრატიული, მშვიდობიანი საერთაშორისო საზოგადოების მშენებლობაში, სამართალდამცავ ორგანოთა მუშაობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, იქნება ეს ეროვნულ დონეზე თუ საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში. პროკურატურის სისტემის განვითარება ჩვენი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩვენი უცვლელი პრიორიტეტია. ჩვენს დროს პროკურატურის დამოუკიდებლობა ქვეყნის უზენაესი კანონით, კონსტიტუციით იქნა აღიარებული და სრულიად დამოუკიდებელ ინსტიტუციად ჩამოყალიბდა. მასშტაბური რეფორმების შედეგად, საქართველოს პროკურატურა ეფექტიან, ანგარიშვალდებულ და გამჭვირვალე ინსტიტუციად ჩამოყალიბდა და მუდმივად ვითარდება“, - განაცხადა პრემიერმა.
მან მადლობა გადაუხადა საქართველოს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს და განაცხადა, რომ საქართველო განსაკუთრებით აფასებს ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას, როგორიც არის პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია.
„180-ზე მეტი ქვეყნის უწყებებთან თუ ინდივიდუალურ წევრებთან თანამშრომლობა, ერთი მხრივ, არსებითია ჩვენი პროკურატურის შემდგომი განვითარებისთვის და ამავდროულად, ჩვენ გვჯერა, რომ თავადაც მნიშვნელოვან როლს ვთამაშობთ სამართლიანი და დემოკრატიული მსოფლიოს მშენებლობაში. მიმდინარე კონფერენცია და ამ დღეებში დაგეგმილი ღონისძიებებით, მათ შორის საქართველოს პროკურატურასა და ევროკავშირის პროკურატურას შორის სამომავლო თანამშრომლობა-შეთანხმების გაფორმებით, კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ ჩვენი საერთო მიზნებისკენ“, - განაცხადა პრემიერმა.
ანტიკორუფციული მოძრაობის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დღეს ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს სამტრედიის მუნიციპალიტეტში ტენდერის გარეშე გაცემული თანხების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თემურ ცამციშვილის თქმით,სამტრედიის მერიამ სამ სუბიექტთან, შპს ,,ტარა,, შპს ,,ენერჯი,, და ინდმეწარმე ,,მადონა ხარებავა,, ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვით ხელშეკრულებები გააფორმა . საქმე დაახლოებით 400 ათას ლარს ეხება.
,,ჩვენ მოვუწოდებთ შესაბამის სამსახურებს, საკმარისია თუ არა ეს სტატისტიკა, მინიმუმ იმისთვის, რომ დაინტერესდენ ამ საკითხით და გამოძიება დაიწყონ,რატომ ხდება ამ თანხების ტენდერის გარეშე გაცემა ,მაშინ როცა ტენდერით იგივე პროექტები 20-30%-ით ნაკლები დაჯდებოდა და რატომ აფორმებენ ამ ხელშეკრულებებს.ეს არის მხოლოდ სამი თვის სტატისტიკა,,-აცხადებს თემურ ცამციშვილი.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, 2026 წლის 12 მარტს, მდ. წყალწითელას მარცხენა ფერდობზე მეწყრული სხეული განვითარდა.…
ხუთშაბათი მარტი 12
In საზოგადოებატყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში განვითარებული მეწყრული პროცესების გამო საგანგებო შტაბი შეიქმნა.…
ხუთშაბათი მარტი 12
In საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გაუქმდა გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილის ქვეყანაში შემოყვანის აკრძალვას გულისხმობდა.…
ხუთშაბათი მარტი 12
In საზოგადოებაჟურნალისტი მარიამ.ნიკურაძე ჭიათურის პროტესტის მონაწილე პატიმარზე, გიორგი ნეფარიძეზე ინფორმაციას ავრცელებს. ,,გიორგიმ დარეკა ციხიდან, მხნედ ვართო.…
ხუთშაბათი მარტი 12
In საზოგადოებადღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას. გარემოს ეროვნული…
ხუთშაბათი მარტი 12
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძემ, სამუშაო ჯგუფთან ერთად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის…
სამშაბათი მარტი 10
In პოლიტიკასაქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ სანქციები, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა ორ ქართულ ტელევიზიას დაუწესა, სატელევიზიო დებატების ჩაშლას…
შაბათი თებერვალი 28
In პოლიტიკამთლიანობაში რომ შევხედოთ მონაცემებს, რაც გამოავლინა შრომის ბაზრის ანალიზმა, რეალურად ამ მონაცემების მიხედვით, დაახლოებით 14…
სამშაბათი თებერვალი 24
In პოლიტიკაბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.ბიუჯეტი საკრებულოს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის…
პარასკევი დეკემბერი 26
In პოლიტიკაქალაქის საკრებულოს რიგით მე-3 სხდომაზე , 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი ქუთაისის მერის მოადგილემ დავით ნიშნიანიძემ…
ოთხშაბათი დეკემბერი 24
In პოლიტიკა