ანტიკორუფციული მოძრაობის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დღეს ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს სამტრედიის მუნიციპალიტეტში ტენდერის გარეშე გაცემული თანხების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თემურ ცამციშვილის თქმით,სამტრედიის მერიამ სამ სუბიექტთან, შპს ,,ტარა,, შპს ,,ენერჯი,, და ინდმეწარმე ,,მადონა ხარებავა,, ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვით ხელშეკრულებები გააფორმა . საქმე დაახლოებით 400 ათას ლარს ეხება.
,,ჩვენ მოვუწოდებთ შესაბამის სამსახურებს, საკმარისია თუ არა ეს სტატისტიკა, მინიმუმ იმისთვის, რომ დაინტერესდენ ამ საკითხით და გამოძიება დაიწყონ,რატომ ხდება ამ თანხების ტენდერის გარეშე გაცემა ,მაშინ როცა ტენდერით იგივე პროექტები 20-30%-ით ნაკლები დაჯდებოდა და რატომ აფორმებენ ამ ხელშეკრულებებს.ეს არის მხოლოდ სამი თვის სტატისტიკა,,-აცხადებს თემურ ცამციშვილი.