ქუთაისის მერიაში ახალი ა(ა)იპის შექმნას ანტიკორუფციული მოძრაობის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეხმაურება.თემურ ცამციშვილი მთავარ პრობლემას ბიუროკრატიის ზრდაში,კორუფციასა და არაპროფესიონალიზმში ხედავს.
"მთავარი საფრთხე ზოგადად ბიუროკრატიის ზრდაა ქვეყანაში,მნიშვნელობა არ აქვს,რა მოტივით ქმნიან ამა თუ იმ სამსახურს,გაზრდილი ბიუროკრატია ნიშნავს მეტ ხარჯებს,საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ განოყენებას და საბოლოო ჯამში ეკონომიკიდან და ხალხიდან მეტ ამოღებულ თანხას,რაც თავის მხრივ იწვევს კერძო სექტორში სამუშაო ადგილების შემცირებას,გადასახადების ზრდას და ა.შ.რაც საბოლოო ჯამში თითოეულ ადამიანის ჯიბეზე აისახება. არ ჭირდება მერიის ასეულობით თანამშრომელს დამატებით კიდევ სპეციალური სამსახური ,რომელიც მიმდინარე პოროექტებს შეამოწმებს,მათ შორის მერი და შესაბამისი სამსახურები პირადად უნდა იყვნენ ჩართულნი მიმდინარე პროექტების შემოწმებაში,მაგრამ სამწუხაროდ გვაქვს სხვა მოცემულობა,კორუფცია და არაპროფესიონალიზმი ადგილობრივ თვითმმართველობაში"-განაცხადა თემურ ცამციშვილმა.
შეგახსენებთ,ქუთაისის მერიაში ახალი ა(ა)იპი-მუნიციპალური ინსპექცია შეიქმნა, რომელიც გახორციელებს ქუთაისის ტერიტორიაზე მშენებლობის, ქალაქის იერსახის, გარე-რეკლამის, გარე ვაჭრობის, ნარჩენებით ქალაქის დანაგვიანების, აკუსტიკური ხმაურისა და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებაზე ინსპექტირებასა და მუნიციპალური საკუთრების დაცვას.