,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, ინიციატივით,ხვალ ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართება სლოგანით ,,ერთად ევროპაში,,
აქცია ქუთაისის მერიის წინ 14:00 საათზე დაიწყება.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, ინიციატივით,ხვალ ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართება სლოგანით ,,ერთად ევროპაში,,
აქცია ქუთაისის მერიის წინ 14:00 საათზე დაიწყება.
31 მარტს საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე აღინიშნება. 32 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს ჩატარებულ რეფერენდუმზე, ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“. რეფერენდუმის შედეგები საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი გახდა.
რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც. 3 672 403 ამომრჩევლიდან 3 295 493 ამომრჩეველმა ხმა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას მისცა1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. 9 აპრილს უმაღლესი საბჭოს სესიაზე საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღეს.
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ „მეხუთე კოლონამ“ ვერ მიაღწიოს ვერც ერთ მიზანს. „მეხუთე კოლონის“ მიზანია ქვეყნის განადგურება, ომში ჩართვა. თქვენ დაანგრიეთ უკვე ქვეყანა ერთხელ და მეორედ არ დაგანგრევინებთ! - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიასკითხვას, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას შეეხებოდა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, წარსულის დაბრუნება ქვეყანაში სწორედ ე.წ. მეხუთე კოლონას სურს, რაც არ მოხდება.
„წარსულში ხართ თქვენ ჩარჩენილები, თქვენ გინდათ წარსულის დაბრუნება საქართველოში, რომელიც არ მოხდება! თქვენც ხართ მართული, დაკავშირებული დესტრუქციულ, რადიკალურ ძალასთან, რომელიც არის სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ პარტია. თუ გაინტერესებთ ჩვენი მომავლის ხედვები, შეგიძლიათ გვისმინოთ, უსმინოთ მინისტრებს, დეპუტატებს მომავლის ხედვებზე, გეგმებზე, ამბიციურ პროექტებზე, რომელსაც ვახორციელებთ, განვახორციელებთ თქვენ გარეშე. თქვენ მინდა გიპასუხოთ ქალბატონო თეონა, თქვენ არაფერი გაგიკეთებიათ ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის გზაზე, არც თქვენ და არც თქვენს მფარველ პოლიტიკურ ძალას, „ნაცმოძრაობას“. ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ გააკეთა ძალიან ბევრი ევროპულ გზაზე, ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ევროპული პერსპექტივა არის ჩვენ მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგი და ახლა ჩვენ ველოდებით კანდიდატის სტატუსს. მტერი კი არის ის ადამიანი, რომელიც ხელოვნურ ბარიერებს უქმნის ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, რომ არ მიიღოს ქვეყანამ სტატუსი. მტრობა არის ის, რომ ნაცვლად თანამშრომლობისა, რადიკალური ოპოზიცია აწყობს საბოტაჟს, ბოიკოტს. მტრობაა ის, როცა თქვენი კოლეგები ბრიუსელში აქტიურად იყენებენ თავიანთ მფარველ ლობისტებს, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მტრობაა ის, როცა ბრიუსელში დადიოდა თავად სააკაშვილი, ბაქრაძე და სხვები, რომ ქვეყანას არ მიეღო უვიზო რეჟიმი. ეს არის მტრობა და ამ მტრობაში ჩართული გყავთ თქვენ მიერ მოსყიდული კორუმპირებული ლობისტები და ზოგიერთი ევროპარლამენტარი, რომლებიც წარმატებით ასრულებენ ამ დაკვეთას. ეს არის პირდაპირი მტრობა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების. ჩვენი მთავრობა აკეთებს ყველაფერს. თქვენ გვიპასუხეთ, რას აკეთებთ თქვენს ერთადერთ რეკომენდაციაზე, რას აკეთებთ იმისთვის, რომ შეამციროთ პოლარიზაცია? - არაფერს, პირიქით, ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ უფრო მეტი დაძაბულობა შემოიტანოთ ქვეყანაში და თქვენც ხართ მონაწილე ამ შეთქმულების“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყანას დაიცავს არა დოკუმენტი, არამედ სწორი პოლიტიკა.
„თეონა აქუბარდია მეკითხება კონცეპტუალურ დოკუმენტებზე, რომელიც მისი გადმოსახედიდან, შექმნის უსაფრთხოების გარანტიებს და მოსახლეობას დაიცავს. დოკუმენტი კი ვერ დაიცავს ქვეყანას, ქვეყანას დაიცავს სწორი პოლიტიკა, ხელისუფლების გონივრული პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და არა თქვენ მიერ გაუაზრებელი, უგუნური და უკვე გამოცდილი დესტრუქციული პოლიტიკა, რომელიც ანგრევს და დაანგრია ჩვენი ქვეყანა.
ვინაიდან, რეგიონში არის შეცვლილი ვითარება უკრაინის ომის შედეგების პროგნოზირება თქვენ კი არა და ჩვენ, დღეს დედამიწის ზურგზე არავის შეუძლია. ჩვენი პარტნიორები დღეს ვერ ამბობენ გადაჭრით, თუ რა შეიძლება მოხდეს უკრაინაში, არავინ იცის როგორ დასრულდება უკრაინის ომი და დღეს უნდათ ამ ადამიანებს, რომ ჩვენ გავაკეთოთ უსაფრთხოების კონცეფცია და ვთქვათ, გამოვკვეთოთ საფრთხეები? მე არ ვიცი, რა საფრთხეები შეიძლება გამოიკვეთოს დამატებით. გამოდიხართ რაღაც განცხადებებით, გინდათ საზოგადოებას აჩვენოთ, თითქოს რაღაცის საქმის კურსში ხართ, სინამდვილეში, წარმოდგენა არ გაქვთ, რა გამოწვევების წინაშეა დღეს ქვეყანა. რუსეთი რომ ოკუპანტია, ეს ფაქტი სახეზეა. მთავარი პრობლემა მოხდა 2008 წელს, რუსეთმა დაიკავა და დღესაც აკონტროლებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებს. დღეს მთავარი გამოწვევა რაც არის, ეს არის შიდა დესტაბილიზაციის საფრთხეები. თქვენ რომ იყოთ უსაფრთხოების ობიექტური ექსპერტი, გამოხვიდოდით და მოუწოდებდით თქვენს რადიკალურ ექსტრემისტებს, „მეხუთე კოლონის“ წარმომადგენლებს, რომ ასეთ ვითარებაში, როცა ქვეყანა არის ოკუპირებული, ელოდება კანდიდატის სტატუსს და უკრაინაში არის ომი, აქ არ უნდა იმართებოდეს აქციები, მთავრობის დამხობისა და დესტაბილიზაციის მოწყობის მიზნით. ასეთ შემთხვევაში, მე თქვენ მხარს დაგიჭერდით და თქვენს პოზიციას პატივს ვცემდი, მაგრამ თქვენ გამოდიხართ და იმეორებთ იმ ნარატივს, რომელიც არის ჩამოყალიბებული „მეხუთე კოლონის“ მიერ. ეს არის „მეხუთე კოლონა“, მტრული ძალების გამტარებელი კოლექტიური ორგანიზაცია. თქვენ, როგორც უსაფრთხოების ექსპერტი, რატომ არ გამოხვედით, რატომ არ დაგმეთ დესტაბილიზაციის მოწყობის ეს ფაქტები? პარლამენტის შენობის მიმართ ცეცხლის გახსნა, პოლიციელებისთვის „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა რატომ არ დაგმეთ? წარმოდგენა არ გაქვთ, რა მდგომარეობაშია რეგიონი და მთელი მსოფლიო. არაფრით განსხვავდებით სააკაშვილის პარტიისგან, ჩართული ხართ ამ რადიკალურ ძალასთან. მინდა გითხრათ, რომ რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეების გარდა, ყველაზე მთავარი გამოწვევა არის „მეხუთე კოლონის“ მოქმედება საქართველოში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ „მეხუთე კოლონამ“ ვერ მიაღწიოს ვერცერთ მიზანს. „მეხუთე კოლონის“ მიზანია ქვეყნის განადგურება, ომში ჩართვა. თქვენ დაანგრიეთ უკვე ქვეყანა ერთხელ და მეორედ არ დაგანგრევინებთ!“- განაცხადა ღარიბაშვილმა.
ევროპას და ევროპარლამენტარებს რეალურად სურთ პოლარიზაციის დასრულება, მათ საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭონ - ეს მოხსნის კითხვებს, სპეკულაციებს და დაასრულებს მათ [ოპოზიციის] დესტრუქციულ, რადიკალურ ქმედებებს, რეალური მიზეზი აღარ დარჩება ექსტრემისტულ ოპოზიციას, რომ რაიმე ბრალი წაუყენონ ჩვენს ხელისუფლებას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით დროს გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული პრიორიტეტი პოლარიზაციის დასრულებაა, თუმცა ისმება კითხვა, რას აკეთებს ოპოზიცია პოლარიზაციის შესამცირებლად.
„მინდა ყველას შევახსენო, რომ პირველი განსაზღვრული პრიორიტეტი და პირობა არის პოლარიზაციის დასრულება. პოლარიზაცია, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიას ახასიათებს. ეს არის აშშ, ევროპის ნებისმიერი ქვეყანა, ყველგან არის პოლარიზაცია. ჩვენი ქვეყანა ვერ და არ იქნება გამონაკლისი, მაგრამ ჩვენ კითხვა უნდა დავუსვათ საზოგადოებას და ოპოზიციას - რას აკეთებს ოპოზიცია პოლარიზაციის შესამცირებლად. მოკლედ რომ შევახსენოთ ყველას - მათი მხრიდან ვნახეთ მხოლოდ ბოიკოტი, საბოტაჟი, ხელის შეშლა, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, ასევე ვნახეთ დესტაბილიზაცია, რომელიც ქვეყნის ეროვნულ, ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება. თავიდანვე არ ვეთანხმებოდით ევროპელი პარტნიორების გადაწყვეტილებას. მე მათ პირადადაც ვუთხარი, რომ შეცდომა იყო, საქართველოს კანდიდატის სტატუსი რომ არ მისცეს ავანსად, როგორც მოლდოვას და უკრაინას. ჩვენი პროგნოზი ახდა, რომ პოლარიზაცია არათუ დასრულდებოდა, არამედ მოიმატებდა. რომ შევხედოთ ერთი წლის განმავლობაში პოლარიზაცია შემცირდა თუ არა, პირიქით - ვნახეთ დესტაბილიზაციის მცდელობები - შარშან, ივნისის აქციები, ახლა მარტის აქციები. პოლარიზაციამ მოიმატა, პარლამენტარები არ მონაწილეობენ სამუშაო პროცესში, არ მიიღეს მონაწილეობა 12 რეკომენდაციების შესრულების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფებში. შესაბამისად, ჩვენი პასუხი, რაც ევროპელ პარტნიორებს გავუზიარე, არის შემდეგი - თუ ევროპას, ევროპელ პარლამენტარებს და კოლეგებს, რეალურად სურთ პოლარიზაციის დასრულება, მათ საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭონ. ეს მოხსნის კითხვებს, სპეკულაციებს, დაასრულებს მათ [ოპოზიციის] დესტრუქციულ, რადიკალურ ქმედებებს და რეალური მიზეზი აღარ დარჩება ექსტრემისტულ ოპოზიციას, რომ რაიმე ბრალი წაუყენონ ჩვენს ხელისუფლებას. ეს არის რეალობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს წარადგენს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება, სადაც პრემიერი ახალ მინისტრს წარადგენს.
არსებული ინფორმაციით, განათლების მინისტრის პოსტზე მიხეილ ჩხენკელს დეპუტატი გიორგი ამილახვარი შეცვლის.
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მერის მოადგილე იუზა უგულავა და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია სოციალური საცხოვრისის ბენეფიაციარებს შეხვდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 42 პირი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე…
პარასკევი სექტემბერი 12
In საზოგადოებასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების…
ხუთშაბათი სექტემბერი 11
In პოლიტიკათავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დაკავებულია. განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაკეთდა. "ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო…
ხუთშაბათი სექტემბერი 11
In პოლიტიკა13 და 14 სექტემბერს ქუთაისში,,Yellow Fest,,-მუსიკალური ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში პირველ დღეს, 13 სექტემბერს იმღერებს…
ხუთშაბათი სექტემბერი 11
In საზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და იმერეთის რეგიონებში ცხოველთა არალეგალური სასაკლაო და სურსათში…
ოთხშაბათი სექტემბერი 10
In საზოგადოებასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების…
ხუთშაბათი სექტემბერი 11
In პოლიტიკათავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დაკავებულია. განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაკეთდა. "ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო…
ხუთშაბათი სექტემბერი 11
In პოლიტიკაქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ დავით ნიშნიანიძე დაინიშნა. ახალი მოადგილე მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა წარადგინა.…
ოთხშაბათი სექტემბერი 10
In პოლიტიკა2026 წელსაც 10%-ით გაიზრდება საჯარო მოსამსახურეთა ხელფასები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე…
ორშაბათი სექტემბერი 08
In პოლიტიკადღეს, ზუგდიდში "ძლიერი საქართველო - ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სამუშიამ და თბილისის ვიცე-მერობის საერთო კანდიდატმა,…
კვირა სექტემბერი 07
In პოლიტიკა