- პოლიტიკა
- გადასვლები: 512
ტიციან ტაბიძის ქუჩაზე სამუშაოები უხარისხოდ სრულდება-ანტიკორუფციული მოძრაობის წარმომადგენელი
ანტიკორუფციული მოძრაობის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ბრიფინგი გამართა.თემურ ცამციშვილმა ქუთაისში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
კონკრეტულად კი ცამციშვილმა ტიციან ტაბიძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებზე გაამახვილა ყურადღება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 363 000 ლარია გამოყოფილი. რეაბილიტაციას შპს. "გზამშენი 21"ახორციელებს.როგორც ანტიკორუფციული მოძრაობის წარმომადგენელი აცხადებს,სამუშაოები უხარისხოდ სრულდება.
"ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება იმისათვის, რომ მოქალაქეებს ქონდეთ უფრო მეტი კომფორტი,იცხოვრონ უფრო კარგ გარემოში და ზოგადად,ჩვენი ქალაქი გახდეს უკეთესი და ინფრასტრუქტულად გამართული. ყველა მიმდინარე პროექტს,რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობა ახორციელებს, აქვს თავისი სტანდარტები და მოთხოვნები,თუნდაც მინიმალური.იმისათვის, რომ ნაკლები დისკომფორტი შეექმნათ მოქალაქეებს,ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა ახორციელდებს ყველა სამუშაოს კონტროლს და მონიტორინგს,მეორეს მხრივ კი ჩვენ გვაქვს რადიკალურად განსხვავებული სურათი,პირველ რიგში, ტიციან ტაბიძის ქუჩა,რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ,საერთოდ არ საჭიროებდა სანიაღვრე სისტემის გამოცვლას.პირიქით, ეს ქუჩა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში იმ იშვიათი გამონაკლისს წარმოადგენდა, რომელიც საერთოდ არ იტბორებოდა წვიმის დროს,მაგრამ მერიამ მაინც გადაწყვიტა ამ ქუჩის რეაბლიტიაცია და ახლა გვაქვს ასეთი სურათი,- მერია 363 000 ლარს უხდის კომპანიას, სამუშაოება სრულდება უხარისხოდ,ხოლო ადგილზე გუშინ მთელს ქუჩაზე ორი მუშა მუშაობდა,ეს არის არაპროფესიონალიზმის,გულგრილობის,სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის მაგალითი.ასევე უნდა აღინიშნოს, რომ რეაბილიტაციის პროცესში იტბორება მიმდებარე ქუჩებიც."-აცხადებს თემურ ცამციშვილი.