2012 წლიდან დღემდე ქვეყანა 800 ათასმა ადამიანმა დატოვა-ეს განცხადება ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, იმერეთის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.თემურ ცამციშვილმა მიგრაციის პრობლემაზე ისაუბრა.მისი თქმით,ეს საკითხი განსაკუთრებით ქუთაისს შეეხო, რომელმაც საქართველოში მოსახლეობის რაოდენობის მხრივ მეორედან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.
,,240 ათასი მოსახლის მაგივრად ქუთაისში უკვე დაახლოებით 120 ათასი ადამიანი ცხოვრობს,ასევე გვაქვს დიდი სხვაობა სიკვდილიანობასა და შობადობას შორის. შობადობა წლიურად ქალაქში 1767 ადამიანია, ხოლო გარდაცვალება 2118, სხვაობა თვალსაჩინოა,,-თემურ ცამციშვილი.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, თუ ქუთაისი იქნებოდა ადმინისტრაციული ცენტრი და საპარლამენტო ქალაქი, აღნიშნული პრობლემაც არ იარსებებდა