მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 1 ივლისს, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, 19:00 საათიდან 22:00 საათამდე, მუსიკალური საღამო გაიმართება.
ფესტივალის 14-ე სეზონის გახსნის ცერემონია ქუთაისის, ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში გაიმართა.
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბენეფიციარების ნამუშევრების გამოფენას "ხელოვნება და სული", უმასპინძლებს. გამოფენა 13 ივნისს, 18:00საათზე გაიხსნება.
ქუთაისი როკ-ფესტივალს უმასპინძლებს.


გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებულ მდგომარეობას იტალიელი სპეციალისტები სწავლობენ. სტრუქტურული ინჟინრები ტაძარში დილიდან იმყოფებიან. ისინი საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად მონასტერში არსებული მდგომარეობის პირველად დაკვირვებას ახდენენ, რის შემდეგაც სამუშაოების მომდევნო ეტაპი დაიგეგმება.
სასულიერო პირების თქმით, მნიშვნელოვანია გელათის გადარჩენა, რის გამოც კონსერვაცია-რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება.
გელათის რეაბილიტაცია საპატრიარქომ რამდენიმე თვის წინ გადაიბარა. დაგეგმილ პროცესებთან დაკავშირებით პრეზენტაცია პატრიარქის მოსაყდრემ გამართა, ღონისძიებას ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"ჩატარადა გელათის რეაბილიტაციის პროექტი და გაჟღერდა, რომ ჩამოდიოდნენ იტალიელი სპეციალისტები, სხვადასხვა მიმართულებით. ესენი არიან გამოცდილები. ჩვენი მიდგომაა, იყოს უმაღლესი ევროპული გამოცდილება და გელათი ამას იმსახურებს. ეს ადამიანები არ მუშაობენ ფურცლებიდან, ამათთვის მთავარია, ადგილზე გაცნობა, ამიტომ იმყოფებიან. დღეს ხდება გაცნობა, გადაეცემათ ნახაზები და ამის მიხედვით დაწერენ დასკვნას. ამ ეტაპზე ძეგლში წყლის ჩადინება შეჩერებულია. რაც შეეხება პროექტს, ძეგლი უნდა მოექცეს ერთიან გადახურვაში, მოშორდება დუღაბი რაც აქვს, დაიწყება შრობა. დღეს რაც ხდება, არის ის, რომ მდგომარეობა არის მძიმე. დაზიანებულია ფრესკის ნაწილები და საჭიროებს მიდგომებს. პრობლემებს გადავლახავთ, ჩვენ მოგვყავს ყველაზე მაღალი დონის სპეციალისტები", - განაცხადა დავით გარეჯის მღვდელმსახურმა მამა კირიონმა.
წყარო-ინტერპრესნიუსი(ipn. ge)
ფოტო "აქტორის,, არქივიდან
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობის გამო, ბიზნესოპერატორს იმერეთში საწარმოო პროცესი შეუჩერდა. იმერეთში, (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი)…
პარასკევი ოქტომბერი 16
In საზოგადოებადღეს ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი იწყება. გახსნა კინოთეატრ,,საქართველოში,, 19:00 საათზეა დაგეგმილი.ნაჩვენები იქნება რეჟისორ ლევან…
პარასკევი ოქტომბერი 16
In კულტურაქუთაისში,№2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალების ფაქტს სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება და ბრალდებულის ოჯახს უსამძიმრებს. ,,მომხდართან დაკავშირებით…
პარასკევი ოქტომბერი 16
In საზოგადოებაქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი 58-ე სეზონს ზაქარია ფალიაშვილის ოპერით ,,აბესალომ…
პარასკევი ოქტომბერი 16
In კულტურაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2026…
ხუთშაბათი ოქტომბერი 15
In საზოგადოებადღეს ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი იწყება. გახსნა კინოთეატრ,,საქართველოში,, 19:00 საათზეა დაგეგმილი.ნაჩვენები იქნება რეჟისორ ლევან…
პარასკევი ოქტომბერი 16
In კულტურაქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი 58-ე სეზონს ზაქარია ფალიაშვილის ოპერით ,,აბესალომ…
პარასკევი ოქტომბერი 16
In კულტურაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან ერთად, 80 წლის იუბილე…
სამშაბათი ოქტომბერი 13
In კულტურა9-10 ოქტომბერს ქუთაისში ,,Yellow Fest,, გაიმართება. საღამოს 18:00 საათზე მსმენელს მუხნარის ტყე-პარკი უმასპინძლებს. 9 ოქტომბერს…
პარასკევი ოქტომბერი 09
In კულტურაქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო თოჯინების თეატრში ახალი, საიუბილეო 80-ე სეზონი 19 სექტემბერს,პრემიერით გაიხსნება. ,,…
კვირა სექტემბერი 13
In კულტურა