Covid19-ით გარდაცვლილი პაციენტებიდან ორი იმერეთში მკურნალობდა
Covid19-ით გარდაცვლილი პაციენტებიდან ორი იმერეთში მკურნალობდა
. ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი შეიყვანეს, 9 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, კლინიკაში 64 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს.
" 24 საათის განმავლობაში მივიღეთ 3 და გამოვაჯანმთელეთ 9 პაციენტი. კლინიკის ბოქსირებულ პალატებში მკურნალობას 64 კოვიდდადებითი პაციენტი განაგრძობს,მათგან კრიტიკულად მძიმეა 2 პაციენტი",-განაცხადა მაღლაფერიძემ.
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსი, ჯამში 148 პაციენტმა დაამარცხა.
კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევიდან 117 იმერეთში დადასტურდა. აჭარაში 207, თბილისში - 168 , გურიაში -8, მცხეთა-მთიანეთში და კახეთში 5-5 შემთხვევა , სამეგრელო და ზემო სვანეთში - 24, ქვემო ქართლში - 7, შიდა ქართლში - 25.
კრიტიკულად მძიმეა 50 პაციენტი, მათგან 7 აფახაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 329 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათ რაოდენობა 6867-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 9 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 102-მდე გაიზარდა.
ქუთაისში, “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში ვირუსი 20-მა პაციენტმა დაამარცხა. გამოჯანმრთელებულებმა კლინიკა უკვე დატოვეს. მათ შორის არიან ბავშვები და ორსულები.
ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა.ვირუსი სხვადასხვა კლასში ოთხ მშობელს და ასევე ერთ პედაგოგს დაუდასტურდა. შესაბამისად სასწავლო დაწესებულება 12 დღიან ონლაინ სწავლებაზე გადავიდა. სკოლის დირექტორის, სალომე სარალიძის ინფორმაციით, მასწავლებლის ინფიცირების წყარო სავარაუდოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტია. სკოლის დირექტორის თქმით, სკოლაში უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცული იყო.
საჩხერის სამედიცინო ცენტრში 62 წლის მამაკაცი Covid19-ით გარდაიცვალა.
დღეს ქუთაისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული…
სამშაბათი მაისი 26
In საზოგადოება1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს…
სამშაბათი მაისი 26
In საზოგადოება✅ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევები გამოვლენილია გურიის,…
ორშაბათი მაისი 25
In საზოგადოება24-25 მაისს, წვიმის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა იმერეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის პრობლემა შექმნა.…
ორშაბათი მაისი 25
In საზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოში, გორსა და სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის,…
ორშაბათი მაისი 25
In საზოგადოებაჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოციალური მომსახურების სააგენტო იწყებს ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების აქტიურ პროცესს, რომლის მიზანია,…
პარასკევი თებერვალი 20
In ჯანდაცვაფეისბუქ გვერდი ,,შენი სიცოცხლის გადასარჩენად,, ინფორმაციას ავრცელებს. ,,ზესტაფონის N ბრიგადამ ქალაქში მდებარე ერთი-ერთი აფთიაქიდან გამოძახება…
ოთხშაბათი იანვარი 28
In ჯანდაცვაჭიათურის სასწრაფო დახმარების ექიმი ნინო კლდიაშვილი იხსენებს, რომ ადგილზე მისულ მე-3 ბრიგადას შუახნის მამაკაცი დახვდა.…
პარასკევი ნოემბერი 21
In ჯანდაცვაჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციისთ, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. აცრა, ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება…
პარასკევი ოქტომბერი 10
In ჯანდაცვასაზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 2 სექტემბერს, ქუთაისში, 11:00 სთ-დან, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის წინ, კოლონებთან, მასშტაბური სკრინინგ-აქცია …
ოთხშაბათი აგვისტო 27
In ჯანდაცვა