. ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი შეიყვანეს, 9 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, კლინიკაში 64 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს.
" 24 საათის განმავლობაში მივიღეთ 3 და გამოვაჯანმთელეთ 9 პაციენტი. კლინიკის ბოქსირებულ პალატებში მკურნალობას 64 კოვიდდადებითი პაციენტი განაგრძობს,მათგან კრიტიკულად მძიმეა 2 პაციენტი",-განაცხადა მაღლაფერიძემ.
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსი, ჯამში 148 პაციენტმა დაამარცხა.