“კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრი დღეს 20-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა, ხოლო 7 პაციენტი შემდგომი დაკვირვებისათვის საკარანტინე სივრცეში დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გადავიდა.
“კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრი დღეს 20-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა, ხოლო 7 პაციენტი შემდგომი დაკვირვებისათვის საკარანტინე სივრცეში დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გადავიდა.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროის მონაცემებით დადასტურებული COVID-19-ით 73 პაციენტი მკურნალობს. 3 -ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ხოლო მძიმეა 9 პაციენტი. მათი საშუალო ასაკი 55 წელი და ზევითაა. პაციენტებს შორის 12 ბავშვია. საავადმყოფოში ამ დროისთვის 35 ადამიანის ტესტების პასუხებს ელდებიან. კლინაკას ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელებული პაციენტები არ ყავს.საბედნიეროდ ,არც გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირებულა.
ინფექციურ საავადმყოფოში ყველა ადგილი შევსებულია.კლინიკა ახალ პაციციენტებს ვეღარ იღებს.
ბოლო 24 საათში იმერეთში კოვიდვირუსზე ტესტი 939 ადამიანს გაუკეთდა,აქედან 99-ის პასუხი დადებითია.ქუთაისში ვირუსი 60 ადამიანს დაუდასტურდა,დანარჩენი შემთხვევები კი მუნიციპალიტეტის მასშტაბით ნაწილდება.ინფორმაცია მედიას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა მიაწოდა.ზვიად შალამბერიძის თქმით,ახალ შემთხვევათა უმეტესობა უკვე დადასტურებულების კონტაქტებია.
დღეს კოვიდ სასტუმროთა რაოდენობას კიდევ ერთი,35 ნომრიანი სასტუმრო დაემატა,ზვიად შალაბერიძის თქმით მოხდება კლინიკების დამატებაც.იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული საწოლფონდის პრობლემას გამორიცხავს.
ამ დროის ინფორმაციით, 200 ადამიანი კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს,მუნიციპალიტეტის მასშტაბით კლინიკებში არის 600 ადგილი,აქედან დაკავებულია 501.
რაც შეეხება გარდაცვლილებს,დღეს გარდაცლილი 7 პაციენტიდან იმერეთის კლინიკებში არც ერთი არ მკურნალობდა.
კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევიდან 99 იმერეთში დადასტურდა, 469 თბილისში.აჭარაში 360,ქვემო ქართლში-78, შიდა ქართლში-15, სამეგრელო - ზემო სვანეთში-73, კახეთში-46, გურიაში- 25, მცხეთა - მთიანეთში-14, სამცხე-ჯავახეთში-7.
საქართველოში კორონავირუსით 7 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა 143-ს შეადგენს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,კოვიდინფიცირებული პაციენტების მისაღებად, 19 ოქტომბრის 09:00 საათის მდგომარეობით, 972 საწოლია თავისუფალი.
პოლიტიკური პარტია ,,ლელოს,, ლიდერს და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს კორონავირუსი დაუდასტურდა.ინფორმაცია მამუკა ხაზარაძემ თავად გაავრცელა. ,,გუშინ საღამოს ჩავიტარე PCR ტესტი, ვინაიდან მქონდა დაბალი სიცხე. ტესტმა covid19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა. საერთაშორისო სტანდარტების და რეგულაციების შესაბამისად, დღეიდან გადასული ვარ თვითიზოლაციაში. ეს პირველი ტესტი იყო, 48 საათში გავიკეთებ კიდევ ერთ ანალიზს, იმისთვის, რომ 100%-ით დავრწმუნდეთ. ამ მომენტისთვის სიცხე აღარ მაქვს, თავს ვგრძნობ კარგად და ვარ საბრძოლო შემართებით. ჩვენი ხელისუფლების უუნაროდ, არაპროფესიონალურად და უპასუხიმგებლოდ მართულმა პროცესებმა, საქართველოს თითოეული მოქალაქე საფრთხის წინაშე დააყენა. “ქართული ოცნების” კრახმა Covid19-თან ბრძოლაში ათასობით ადამიანი დააზარალა, როგორც ჯანმრთელობის, ასევე ეკონომიკური კუთხით... თუმცა, მინდა ყველას მოგიწოდოთ, ნუ შეშინდებით! ნუ აყვებით პანიკას! covid19-თან გამკლავება და მისი დამარცხება მარტივადაა შესაძლებელი. წინ უმნიშვნელოვანესი ორი კვირა გვაქვს, ეს ბრძოლა ჩვენი მოსაგებია, ამ ბრძოლაში უკან დახევა და დანებება წარმოუდგენელია. 31 ოქტომბერს ჩვენ ერთად დავამარცხებთ კოვიდ ინფექციასაც და ოცნების ხელისუფლებასაც.,, წერია მამუკა ხაზარაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 68 პაციენტი მკურნალობს,აქედან 3-ის მდგომარეობა კრიტიკულია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.7-ის მდგომარეობა კი ფასდება როგორც სტაბილურად მძიმე.საავადმყოფოში საეჭვო პაციენტების ანალიზების პასუხებს ელოდებიან.
ამ დროისთვის ინფექციურში ადგილები არ არის და კლინიკამ ახალი პაციენტების მიღება შეწყვიტა.
18 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექიც. …
ხუთშაბათი აპრილი 18
In საზოგადოებასამტრედიის მუნიციპალიტეტში ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული ნატო ხელაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა.ინფორმაციას ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე ავრცელებს .30 წლამდე…
სამშაბათი აპრილი 16
In საზოგადოებადღეს 15 აპრილს ქუთაისში ,,რუსული კანონის,, წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება.აქცია მესხიშვილის თეატრის წინ, 19:00…
ორშაბათი აპრილი 15
In საზოგადოება16 აპრილიდან საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატება. ქ. თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.…
ორშაბათი აპრილი 15
In საზოგადოებაქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, 720 დევნილი ოჯახისთვის სამი 12-სართულიანი კორპუსი შენდება. საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს ოკუპირებული…
ორშაბათი აპრილი 15
In საზოგადოებაწალენჯიხაში, საგარეჯოში, დუშეთში, ახალქალაქში, ყვარელში, ტყიბულში, სენაკში, მარტვილში, ხულოსა და ჭიათურაში დიალიზის სერვისი ამოქმედდა. ქვეყნის…
ოთხშაბათი თებერვალი 14
In ჯანდაცვაამ სეზონზე გრიპით ორი ადამიანი გარდაიცვალა-ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს…
შაბათი იანვარი 20
In ჯანდაცვაჯანდაცვის სამინისტრომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, საჭირო მედიკამენტების გაცემა დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.…
ოთხშაბათი იანვარი 10
In ჯანდაცვაპირველ დეკემბერს შიდსის მსოფლიო დღე აღინიშნება. 2023 წლის პირველი დეკემბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის…
პარასკევი დეკემბერი 01
In ჯანდაცვაგრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,…
ორშაბათი ოქტომბერი 16
In ჯანდაცვა